რომელი ქვეყნების ვალი აქვს საქართველოს?

რომელი ქვეყნების ვალი აქვს საქართველოს?

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2021 წლის იანვრის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მოცულობამ 31.57 მილიარდი ლარი შეადგინა. მხოლოდ იანვარში ვალის ზრდამ 735 მილიონი ლარი შეადგინა. მათ შორის, 1.037 მილიარდით გაიზარდა საგარეო ვალის ნაშთი, ხოლო საშინაო ვალის ნაშთი 302 მილიონი ლარით შემცირდა. არსებული მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60%-ს აღემატება.

სახელმწიფო ვალიდან 25.7 მილიარდი ლარი საგარეო ვალს წარმოადგენს, 5.84 მილიარდი ლარი კი საშინაო ვალია, რომელსაც მთავრობა სახაზინო ობლიგაციების და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით იღებს. 2021 წლის ბიუჯეტის თანახმად, წელს მთავრობა 5.27 მილიარდის ახალ სესხებს იღებს. აქედან 1.45 მილიარდი ლარი საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიიმართება, ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები 2.17 მილიარდი ლარი იქნება, ხოლო 1.65 მილიარდი ლარით მთავრობა $500-მილიონიანი ევრობონდების რეფინანსირებას გეგმავს.

სახელმწიფო ვალი 31.57 მილიარდი ლარია. რომელი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ვალი აქვს ქვეყანას:

1)    მსოფლიო ბანკის ჯგუფი (IDA და IBRD) – 6.79 მლრდ ლარი;
2)    აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 5.70 მლრდ ლარი;
3)    ევროპის საინვესტიციო ბანკი – 2.41 მლრდ ლარი;
4)    გერმანია (KFW) – 2.39 მლრდ ლარი;
5)    საფრანგეთი (AFD) – 1.89 მლრდ ლარი;
6)    ევროობლიგაცია – 1.65 მლრდ ლარი;
7)    ეროვნული ბანკის ვალი IMF-ის მიმართ – 1.23 მლრდ ლარი;
8)    იაპონია – 703 მლნ ლარი;
9)    მთავრობის ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ – 699 მლნ ლარი;
10)  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 643 მლნ ლარი;
11)   აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) – 553 მლნ ლარი;
12)  ევროგაერთიანება (EU) – 532 მლნ ლარი;
13)  რუსეთი – 134 მლნ ლარი;
14)  სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) – 118 მლნ ლარი;
15)  ავსტრია – 63 მლნ ლარი;
16)  აშშ – 51 მლნ ლარი;
17)  თურქეთი – 35 მლნ ლარი;
18)  კუვეიტი – 30 მლნ ლარი;
19)  ყაზახეთი – 29 მლნ ლარი;
20)  აზერბაიჯანი – 18.1 მლნ ლარი;
21)   სომხეთი – 18.1 მლნ ლარი;
22)  ირანი – 13.6 მლნ ლარი;
23)  ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) – 10.8 მლნ ლარი;
24)  სკანდინავიური გარემოს დაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) – 8.4 მლნ ლარი;
25)  ჩინეთი – 3.1 მლნ ლარი;
26)  ნიდერლანდები – 1.3 მლნ ლარი;
27)  თურქმენეთი – 0.7 მლნ ლარი;
28)  უზბეკეთი – 0.2 მლნ ლარი;
29)  უკრაინა – 0.2 მლნ ლარი;

შიდა ვალი

1) სახაზინო ფასიანი ქაღალდები (სახაზინო ობლიგაციები; სახაზინო ვალდებულებები) – 5.5 მილიარდი ლარი;
2) სხვა ფასიანი ქაღალდები – 352.8 მლნ ლარი;
3) საბიუჯეტო ორგანიზაციების სესხის სახით არსებული ვალი – 31 მლნ ლარი.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ი წელს საქართველოს სახელმწიფო ვალის რეკორდულ ზრდას პროგნოზირებს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2021 წლის ბოლოსთვის სახელმწიფო ვალი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 69.5%-ს მიაღწევს, რაც ამჟამად არსებული 63.6%-დან 5.9 პროცენტული პუნქტით მატებას წარმოადგენს. ამ ზრდის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორებად S&P Global-ი უშუალოდ ახალი საგარეო ვალის აღებას და ეროვნული ვალუტის შესაძლო გაუფასურებას ასახელებს, რის გამოც, ლარებში გამოხატული საგარეო ვალის მოცულობა შეიძლება გაიზარდოს. უფრო ვრცლად ამ პროგნოზის შესახებ იხილეთ ბმულზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *