რუსეთში გაკოტრებაზე მორატორიუმს გამოაცხადებენ

რუსეთში გაკოტრებაზე მორატორიუმს გამოაცხადებენ

მოსალოდნელია, რომ ამ კვირას, რუსეთი გაკოტრებაზე მორატორიუმს გამოცხადებს, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მოადგილემ, მაქსიმ რეშეტნიკოვმა განაცხადა. მას მერე, რაც ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა, კრედიტორები მსესხებლებისთვის გადახდისუუნარობის პროცესის დაწყებას ვერ შეძლებენ, მაგრამ მსესხებლებს ამის უფლება მაინც დარჩებათ.

აღსანიშნავია, რომ გაკოტრებაზე მორატორიუმის გამოცხადების დაწესება რუსეთის ფედერაციის მთავრობამ ჯერ კიდევ 2020 წელს, ახალი კორონავირუსის პანდემიის პირველადი გავრცელების დროს მიიღო. კანონის თანახმად, გაკოტრებასთან დაკავშირებული წესდების შეცვლა მთავრობას განსაკუთრებულ შემთხვევებში, მათ შორის საგანგებო სიტუაციების, რუბლის მკვეთრი გაუფასურებისა და მსგავსი სიტუაციების დროს შეუძლიათ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *