რუსული ავიაკომპანიები “სასოწარკვეთილნი” არიან 50 მილიონი დოლარის ზარალის გამო

რუსული ავიაკომპანიები “სასოწარკვეთილნი” არიან 50 მილიონი დოლარის ზარალის გამო

საქართველოში პირდაპირი ფრენების აკრძალვამ რუსული ავიაკომპანიები “სასოწარკვეთილებაში” ჩააგდო, მათმა ზარალმა დაახლოებით 50 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (3.2 მილიარდი რუბლი).

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გასცა ამ ზაფხულს რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების დროებით აკრძალვასთან დაკავშრებით. რუსეთის მთავრობამ პირობა დადო, რომ ავიაკომპანიებს ზარალს აუნაზღაურებდა.

როგორც რამდენიმე ავიაკომპანიის თანამშრომელმა აღნიშნა, მათ ანაზღაურების იმედი არ აქვთ და არც მთავრობის დაპირების შესრულების.

სავარაუდოდ, ყველაზე მეტად Ural Airlines-ი დაზარალდა, ზარალმა 18-20 მილიონ დოლარამდე (1.2-დან 1.3 მილიარდ რუბლამდე) შეადგინა. რუსეთის ეროვნული ავიაკომპანიის “აეროფლოტის” და მეორე უმსხვილესი ავიაკომპანიის S7 ზარალმა დაახლოებით 10 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია (700 მილიონი რუბლი).

დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია “პობედამ” დაახლოებით 6 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა (400 მილიონი რუბლი), ხოლო Red Wings-მა დაახლოებით 1.8 მილიონი აშშ დოლარი (120 მილიონი).

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა თუ პირდაპირი ფრენები აღდგებოდა რუსეთსა და საქართველოს შორის, მაგრამ კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემდეგ, 2008 წელს დაიძაბა.

წყარო: The Moscow Times.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *