ერთ წელიწადში პროდუქციის წარმოება 9.2 პროცენტით გაძვირდა

ერთ წელიწადში პროდუქციის წარმოება 9.2 პროცენტით გაძვირდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის ოქტომბერში წინა თვესთან (სექტემბერთან) შედარებით 0.3%-ით შემცირდა, ხოლო 2018 წლის ოქტომბერთან შედარებით 9.2%-ით არის გაზრდილი.

2019 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ფასები 0.4%-ით შემცირდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე -0.35% პუნქტით აისახა. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან  აღსანიშნავია ფასების შემცირება ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე – 1.8%-ით. ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფზე ფასები გაიზარდა 1%-ით.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 9.7%-ით გაძვირდა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (10.5%), ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (6.8%), ტექსტილსა და საფეიქრო ნაწარმზე (12.5%). ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 2%-ით გაძვირდა.

გრაფიკი: წარმოების ფასების ცვლილება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.