სად არის ყველაზე ძვირი და იაფი საწვავი

სად არის ყველაზე ძვირი და იაფი საწვავი

ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი ისლანდიაში, ნიდერლანდებსა და ნორვეგიაშია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემბით, ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. კერძოდ, ისლანდიაში პრემიუმი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,83 ევროს (დაახლოებით 5,22 ლარი (საქართველოში არსებული დღევანდელი გაცვლითი კურსით), დიზელის საწვავი – 1,76 ევროს (დაახლოებით 5,02 ლარი); ნიდერლანდებში პრემიუმი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  1,78 ევროს (დაახლოებით 5,08 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი – 1,84 ევროს (დაახლოებით 5,25 ლარი), დიზელის საწვავი – 1,47 ევროს (დაახლოებით 4,20 ლარი); ნორვეგიაში პრემიუმი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,74 ევროს (დაახლოებით 4,97 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი – 1,84 ევროს (დაახლოებით 5,25 ლარი), დიზელის საწვავი – 1,64 ევროს (დაახლოებით 4,68 ლარი). 

ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: პრემიუმი ტიპის ბენზინის ფასი – 0,63 ევრო (დაახლოებით 1,80 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი – 0,71 ევრო (დაახლოებით 2,03 ლარი), დიზელის საწვავი – 0,61 ევროს (დაახლოებით 1,74 ლარი). 

ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, როგორებიც არიან  სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდავეთი. კერძოდ, სომხეთში – 1 ლიტრი პრემიუმი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 0,83 ევროს (დაახლოებით 2,37 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი – 0,87 ევროს (დაახლოებით 2,48 ლარი), დიზელის საწვავი – 0,82 ევროს (დაახლოებით 2,34 ლარი);  აზერბაიჯანში –  პრემიუმი ტიპის ბენზინის ფასი – 0,63 ევროს (დაახლოებით 1,80 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი – 0,76 ევროს (დაახლოებით 2,17  ლარი); დიზელის საწვავი – 0,30 ევროს (დაახლოებით 0,86 ლარი); უკრაინაში – პრემიუმი ტიპის ბენზინის ფასი – 0,96 ევროს (დაახლოებით 2,74 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი – 1,00 ევროს (დაახლოებით 2,85 ლარი), დიზელის საწვავი – 0,89 ევროს (დაახლოებით 2,54 ლარი); მოლდავეთში – პრემიუმი ტიპის ბენზინის ფასი – 0,96 ევროს (დაახლოებით 2,74 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი – 1,00 ევროს (დაახლოებით 2,85 ლარი), დიზელის საწვავი – 0,86 ევროს (დაახლოებით 2,45 ლარი).

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.