საერთაშორისო გამოფენები და კონფერენციები ექსპოჯორჯიაში

საერთაშორისო გამოფენები და კონფერენციები ექსპოჯორჯიაში

2018 წლის 14-15 დეკემბერს გამოფენების ცენტრი “ექსპოჯორჯია” უმასპინძლებს ორ საერთაშორისო გამოფენას ერთი ქოლგის ქვეშ – Elcomm Caucasus 2018 და AquaTherm Tbilisi 2018.

გამოფენაზე წარმოადგენილია სხვადასხვა პროდუქტები და სერვისები როგორც სამომხმარებლო, ისე სამრეწველო შემდეგი დარგებიდან: ენერგეტიკა, ელექტროკომუნიკაცია, ელექტრონული და ჰიდრო-ენერგეტიკა და ინჟინერია, წყალმომარაგება და გათბობა-კონდიცირება.

უფრო კონკრეტულად კი გამოფენაზე დაგხვდებათ შემდეგი პროდუქტები: საირიგაციო სისტემები, წყლის ფილტრები, მრიცხველები და დამარბილებლები, გამათბობლები, კონდიციონერები და კონდიცირების სისტემები, ბოილერები, გასათბობი ქვაბების დისტანციური მართვის სისტემები, ტრანსფორმატორები, ელექტრო კარადები, მრიცხველები, ტურბინები, დაცვისა და უსაფრთხოების სისტემები და სხვა.

ენერგეტიკის სექტორი საქართველოში ინვესტიციებისათვის ერთ–ერთი ყველაზე მიმზიდველი დარგია, ინდუსტრია სწრაფად ვითარდება. პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება ქვეყნის ეკონომიკის ზრდასთან ერთად. ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს თავისი მიზნისაკენ გახდეს ელექტროენერგიის ტრანზიტის რეგიონალური ჰაბი.

ექპოჯორჯია საშუალებას მისცემს ინდუსტრიის წარმომადგენლებს: მწარმოებლებს, დისტრიბუტორებს, პროდუქტებისა და მომსახურების მომწოდებლებს და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ ერთმანეთს, განიხილონ ენერგეტიკის სექტორის გამოწვევები და შესაძლებლობები.

გამოფენის ფარგლებში ტარდება B2B შეხვედრები, სადაც მონაწილეები პირისპირ შეხვდებიან ბაზარზე მყოფ მათთვის ნებისმიერ საინტერესო კომპანიას და პოტენციურ პარტნიორს. გასულ წელს ამ შეხვედრების შედეგად გაფორმდა არაერთი ხელშეკრულება და დამყარდა არაერთი პარტნიორული ურთიერთობა.

გამოფენის პარალელურად გაიმართება კონფერენცია – ჰიდროტექნიკური ნაგებობები: პროგრესი კაშხლების უსაფრთხოებაში, განახლებადი ენერგია 2018 .

კონფერენცია ორი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში განხილული იქნება ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების საკითხები. ბოლო დროს, ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე  გახშირებულმა ავარიებმა (შუახევიჰესის  გვირაბი,  ბახვიჰესი, ლარსიჰესი  და სხვა)  კიდევ უფრო აქტუალური გახადა ჰიდროელექტროსადგურებზე,  ინფრასტრუქტურულ, წყალსამეურნეო და სამელიორაციო  ობიექტებზე ჰიდროტექნიკური ნაგებობების  უსფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. აშკარაა, რომ პრობლემა სისტემური ხასიათისაა და მსგავსი ინციდენტების პრევენციის მიზნით, აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება. 

კონფერენციაში  მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო და ქართველი ცნობილი სპეციალისტები. წარმოდგენილი იქნება ახალი მიდგომები, ტექნოლოგიები და საერთაშორისო პრაქტიკა ჰიდროტქნიკური ნაგებობების კაშხლების უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.

კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმობა სქართველოში განახლებადი ენერგიების ათვისებაში (ჰიდრო, ქარი, მზე) არსებული სიტუაციებისა და პრობლემების განხილვას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *