საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენმდივანი საქართველოს ეწვევა

საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენმდივანი საქართველოს ეწვევა

საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალური მდივანი, ჯონ დენტონი საქართველოს 2020 წლის 10-11 სექტემბერს ეწვევა. გენერალური მდივანი დაესწრება საერთაშორისო სავაჭრო პალატის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრას და შეხვდება მსხვილი ბიზნესების ხელმძღვანელ პირებს, რომლებიც შეხვედრაზე მოკლედ მიმოიხილავენ ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო კლიმატს.

„ბ-ნი ჯონ დენტონის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ხაზს უსვამს ქვეყნის მნიშვნელობას რეგიონში, ფაქტიურად დამოუკიდებლობის
მოპოვების დღიდან ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალური მდივანი სტუმრობს ჩვენს ქვეყანას“- განაცხადა ფადი ასლიმ- „საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში“ თავმჯდომარემ.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საქართველოში არის უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 6.5
მილიონ ბიზნეს ორგანიზაციასა და 12.000 სავაჭრო პალატას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა რეგულარულად კონსულტაციებს გადის გლობალურ დონეზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: G8, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და UN. საქართველოში, საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი და ყველაზე გავლენიანი ბიზნეს ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 350-ზე მეტ კორპორატიულ წევრს, ახალგაზრდული პროექტის სტუდენტებს, 28 ბიზნეს და არასამთავრობო ორგანიზაციას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.