სამი გზა როგორ შეუძლია ბიზნესს გაზარდოს ქალთა რაოდენობა მაღალი რგოლის პოზიციებზე

სამი გზა როგორ შეუძლია ბიზნესს გაზარდოს ქალთა რაოდენობა მაღალი რგოლის პოზიციებზე

გრანთ თორნთონმა გამოაქვეყნა 20-წლიანი ანგარიში ქალები ბიზნესში

მიუხედავად იმისა, რომ ორი ათწლეულის განმავლობაში, ქალთა პროცენტული მაჩვენებელი  მენეჯმენტის მაღალ რგოლში გლობალურად  19.4%-დან 33.5%-მდე გაიზარდა, პროცესი მაინც ნელი ტემპით ვითარდება. მაგალითისთვის, გასულ წელთან შედარებით ზრდა მხოლოდ 1.1 %-ია, რაც ნიშნავს რომ ამჟამინდელი ტემპით, თანასწორობა 2053 წლამდე არ იქნება მიღწეული.

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გრანთ თორნთონმა გამოაქვეყნა ყოველწლიური კვლევის შედეგები – “გზები თანასწორობისკენ: ქალების 20 წელი ბიზნესში”. კვლევა მიზნად ისახავს ქალების წარმომადგენლობის მონიტორინგს და გაზომვას საშუალო ბაზრის კომპანიებში მთელს მსოფლიოში რომელშიც მოცემულია ორი ათწლეულის  შედეგები.

მაღალი რგოლის პოზიციებზე გენდერული თანასწორობის პროგრესის დასაჩქარებლად, ანგარიში განსაზღვრავს სამ კონკრეტულ მიმართულებას ბიზნესისთვის: მრავალფეროვნი, თანასწორი და ინკლუზიური (DE&I) გარემოს შესაქმელად პასუხისმგებლობის მინიჭება ლიდერი ქალებისთვის და ზოგადად აღმასრულებელი რგოლისთვის; დამოუკიდებელი DE&I სტრატეგიის შექმნა და განხორციელება, რომელსაც ექნება გაზომვადი შედეგები და მიზნები; და რა თქმა უნდა მოქნილი სამუშაო გარემო.

უპირველეს ყოვლისა, ვინც ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია მრავალფეროვნი, თანასწორი და ინკლუზიური (DE&I) გარემოს შექმნაზე, მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქალების ხელმძღვანელ პოზიციებზე პროცენტული რაოდენობის გაზრდაზე.  მენეჯმენტის პოზიციებზე ქალების პროცენტული მაჩვენებელი იზრდება მაშინ, როდესაც აღნიშნული გარემოს შექმნაზე პასუხისმგებელი პირი,  იზიარებს პასუხისმგებლობას ქალ ლიდერთან ერთად. როდესაც ნებისმიერი სქესის აღმასრულებელი დირექტორი ერთიანდება ქალ ლიდერთან, მენეჯმენტში ქალების რაოდენობა 38%-მდე იზრდება. საუკეთესო კომბინაციაა, როდესაც ინკლუზიორ გარემოზე პასუხსიმგებელი კომუნიკაციების აღმასრულებელი (CIO)  ერთიანდება ქალ ლიდერთან, ამ შემთხვევაში მენეჯმენტში ქალთა პროცენტი იზრდება 39%-მდე.

მეორე მხრივ, მენეჯმენტში გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ბიზნესს უნდა ჰქონდეს მრავალფეროვნი, თანასწორი და ინკლუზიური გარემოს (DE&I)  შექმნის სტრატეგია. ყველაზე წარმატებული სტრატეგია არის ის, რომელიც ფოკუსირებულია მხოლოდ DE&I-ზე, შედარებით უფრო ფართო ESG სტრატეგიისგან დამოუკიდებლად. საშუალო ბაზრის ფირმებს, რომლებსაც აქვთ DE&I სტრატეგია, მაგრამ არა ESG სტრატეგია,  მენეჯერულ პოზიციებზე ქალთა თანაფარდობის ყველაზე მაღალი პროცენტი (38%) აქვთ – ოდნავ მეტი ვიდრე ბიზნესებს, რომლებსაც აქვთ როგორც DE&I, ასევე ESG სტრატეგია (36%). თუ ბიზნესს არ აქვს DE&I ან ESG სტრატეგია, პროცენტი ეცემა 28%-მდე.

წარმატების გაზომვა DE&I სტრატეგიის გადამწყვეტი ნაწილია. მედი ვოლერტონ ბლანკსი – გაერთიანებული სამეფოს  გრანთ თორნთონის თანამშრომელთა მართვის დირექტორი, განმარტავს აღნიშნულის მნიშვნელობას: „არსებობს უძველესი ანდაზა: ის, რაც იზომება, კეთდება. ეს სრული სიმართლეა, როდესაც საქმე ეხება ქალებს ბიზნესში, ეს ასევე ეხება ბიზნესის შესრულების ნებისმიერ სხვა ელემენტს.” სხვადასხვა გაზომვების გავლენის ანალიზი ქალების მიერ დაკავებულ მენეჯერული პოზიციების მაჩვენებელზე  ძალიან მცირე ცვალებადობას აჩვენებს. თუ არსებობს DE&I შესრულების მკაფიო ინდიკატორები, რომლებიც იზომება, ბიზნესს აქვს შესაძლებლობა გადააჭარბოს არსებულ გლობალურ ინდექსს.

საბოლოო გზა თანასწორობის მისაღწევად არის მოქნილი სამუშაოს შესაძლებლობა. ბოლო 12 თვის განმავლობაში, გლობალური საშუალო ბაზრის ფირმებს შორის მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა, რაც გულისხმობს  სამუშაო პროცესის დისტანციურიდან სრულად ოფისში დაბრუნებას.  ბიზნესების 47% ახლა ძირითადად ოფისებიდან ახორციელებს სერვისების მიწოდებას (36% გასულ წელს) და 45% არის ჰიბრიდული (53% გასულ წელს). პოტენციურად, ეს არის განპირობებული  მამრობითი აღმასრულებელი დირექტორების მიერ – ბიზნესების 50%-ში მამაკაცი აღმასრულებელი დირექტორი ძირითადად ოფისშია დაფუძნებული, ქალების  40%-იან ხელმძრავენლობასთან შედარებით. ბიზნესები, სადაც მმართველ პოზიციებზე ქალების პროცენტული მაჩვენებელი გლობალურ ნიშნულს ქვემოთაა, თანამშრომლები ძირითადად ოფისში არიან დაფუძნებული.

გრანთ თორნთონი მოუწოდებს ბიზნესს, გაითვალისწინონ ყოველივე აღნიშნული და გამოიყენონ შესაძლებლობა მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად. გლობალური ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, წარმატებული და სამართლიანი მომავლის უზრუნველსაყოფად, გენდერულ თანასწორობაზე ფოკუსირების შენარჩუნება აუცილებელია ყველასთვის.

„საშუალო ბაზრის კომპანიებს აქვთ უნარი, განახორციელონ მნიშვნელოვანი ცვლილებები“, – ამბობს კარიტა ერიქსონი, გრანთ თორნთონ ინტერნეშენალის  ქსელის შესაძლებლობებისა და კულტურის გლობალური ლიდერი. „თუ მივყვებით ჩვენს ანგარიშში ასახულ გზებს,  მმართველ რგოლში ქალთა 50%-იანი თანაფარდობა მიღწევადია მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.”

პიტერ ბოდინი, გრანთ თორნთონ ინტერნეშენალის (GTIL) აღმასრულებელი დირექტორი, აღნიშნავს: „20 წლის განმავლობაში ჩვენ მიერ ჩატარებულ კვლევებს – ქალები ბიზნესში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამუშაო ადგილზე თანასწორობის მისაღწევად გლობალურ განხილვებში. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ გარკვეული დადებითი ცვლილებები, ჩვენ ასევე ვიცით, რომ  ცვლილების მდგრადობა მოითხოვს მიზანმიმართულ ძალისხმევას და მკაფიო ანგარიშვალდებულებას ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელობისგან. გრანთ თორნთონ ინტერნეშენალის  ბიზნესის კვლევისა და ჩვენ მიერ გამოვლენილი გზების მეშვეობით, ჩვენ მიზნად ვისახავთ მივცეთ საშუალო ბაზრის ბიზნეს წარმომადგენლებს ჰქონდეთ გზამკვლევი, იმისათვის რომ დააჩქარონ პროგრესი და შექმნან უფრო მრავალფეროვანი, გამძლე და წარმატებული ბიზნესები.

საერთაშორისო ბიზნესის ანგარიში

გრანთ თორნთონის საერთაშორისო ბიზნესის ანგარიში (IBR) არის წამყვანი საშუალო ბიზნესის გამოკითხვა, რომელიც ყოველწლიურად  ატარებს ინტერვიუს დაახლოებით 5000 ბიზნესის აღმასრულებელ პირებთან გლობალურად.

1992 წელს, ევროპის ცხრა ქვეყანაში დაწყებული კვლევიდან, ახლა ანგარიში  ყოველწლიურად იკვლევს დაახლოებით 10000 ბიზნეს ლიდერის მოსაზრებას 28 ქვეყნიდან, რაც მოიცავს ეკონომიკურ და კომერციულ გავლენებს კომპანიების ზრდის პერსპექტივაზე გლობალურად.

ამ ანგარიშის დასკვნები მიღებულია დაახლოებით 5000 ინტერვიუდან, რომელიც ჩატარდა 2023 წლის ოქტომბრიდან ნოემბრამდე, აღმასრულებელ ოფიცრებთან, მმართველ დირექტორებთან, თავმჯდომარეებთან და გადაწყვეტილების მიმღებ სხვა მაღალჩინოსნებთან ყველა ინდუსტრიიდან, 28 ქვეყანის საშუალო ბაზრის ბიზნესში.

დამატებითი ინფორმაცია: https://www.grantthornton.global/en/insights/articles/About-IBR/

გრანთ თორნთონის ანგარიში – ქალები ბიზნესშიუკვე 20 წელია, გრანთ თორნთონი ავრცელებს ანგარიშებს მსოფლიოს საშუალო ბაზრის ბიზნესებს შორის, მენეჯმენტში გენდერული ბალანსის შესახებ, ავლენს ბარიერებს და საჭირო ქმედებებს ცვლილებების მისაღებად.

2024 წლის ანგარიში ხელმოსაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.grantthornton.global/en/women-in-business/

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *