სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი როლანდე პრაისი იქნება

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი როლანდე პრაისი იქნება

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი როლანდე პრაისი იქნება. ის თანამდებობაზე სებასტიან მოლინეუს შეცვლის, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2019 წლიდან იკავებდა.

პრაისი მსოფლიო ბანკის ჯგუფს 2006 წელს შეუერთდა, როგორც იურიდიული ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველი, რომელიც წარმოადგენდა ბანკს ოპერაციებში ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში, ასევე სუბ-საჰარის აფრიკასა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე. ის უზრუნველყოფდა იურიდიულ საკონსულტაციო მხარდაჭერას ფინანსების, ინფრასტრუქტურისა და კერძო სექტორის მიმართულებით.

ამის შემდეგ იგი მუშაობდა სამ რეგიონში, აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის, სამხრეთ აზიისა და აფრიკის; ზედამხედველობდა მსოფლიო ბანკის პროგრამებს კარიბის ზღვის აუზში, შრი-ლანკასა და მალდივებზე, ბურუნდიში, უგანდასა და ტანზანიაში. 2012 წელს პრაისი შეუერთდა აფრიკის ენერგეტიკული პრაქტიკის ჯგუფს, სადაც პასუხისმგებელი იყო ხარისხსა და პორტფელის მენეჯმენტზე.

იგი ასევე კურირებდა მსოფლიო ბანკის ინდონეზიისა და ტიმორის პროგრამებს და მუშაობდა ჯაკარტის ოფისში.

მსოფლიო ბანკში მისვლამდე როლანდე პრაისი 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა იამაიკის მთავრობის იურიდიულ მრჩევლად საჯარო საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში. გარდა ამისა, იყო დამხმარე ლექტორი საჯარო საერთაშორისო სამართლის მიმართულებით დასავლეთ ინდოეთის უნივერსიტეტში.

რაც შეეხება პრაისის განათლებას, მას აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულებით ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან, იურისტის დოქტორის ხარისხი მაიამის უნივერსიტეტიდან და მეცნიერების ბაკალავრი საერთაშორისო ბიზნესსა და მათემატიკაში ნიუ-იორკის საქალაქო უნივერსიტეტიდან.