Samsung-მა და AMD-მ გრაფიკაზე ორიენტირებული სმარტფონის მძლავრი ჩიპი შექმნეს

Samsung-მა და AMD-მ გრაფიკაზე ორიენტირებული სმარტფონის მძლავრი ჩიპი შექმნეს

Samsung-მა AMD-სთან თანამშრომლობით შექმნილი სმარტფონის პირველი პროცესორი წარმოადგინა – აღსანიშნავია, რომ ეს პროცესორი გრაფიკაზე არის ორიენტირებული და თამამად შეიძლება ითქვას, რომ Apple-ის პროცესორების გასაოცარ სიმძლავრესთან კონკურირებისთვის შეიქმნა.

მობილური პროცესორი, რომელსაც Exynos 2200 დაერქვა, Samsung-ის ყველაზე განვითარებული 4ნმ-იანი ფაბრიკაციის პროცესის შედეგად შეიქმნა. ამასთანავე, ეს ინდუსტრიის პირველი პროცესორია, რომელსაც სინათლის სხივის მიყოლა შეუძლია. ცნობისთვის, ამ დრომდე, ამ უნარით პერსონალურ კომპიუტერებში გამოყენებული პროცესორები გამოირჩეოდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ჩიპის გამოშვებით Samsung-მა ერთგვარი ხიდი შექმნა კონსოლებსა და სმარტფონებს შორის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *