საფინანსო საქმიანობა და მშენებლობა ყველაზე მაღალანაზღაურებადია

საფინანსო საქმიანობა და მშენებლობა ყველაზე მაღალანაზღაურებადია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 1104 ლარი შეადგინა. 2017 წლის მეორე კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 3%-ით არის გაზრდილი.

2018 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო სექტორში – 2403 ლარი. მეორე ადგილზეა მშენებლობაა- 1749 ლარით, ხოლო მესამეზე უძრავი ქონებით ოპერაციებია – 1436 ლარით.

ყველაზე დაბალი ხელფასი განათლების სფეროშია – თვეში საშუალოდ 595 ლარი. შემდეგ მოდის სოფლის მეურნეობა – 740 ლარით.

2017 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მეტად უძრავი ქონებით ოპერაციებში გაიზარდა – 11.6%-ით. მეორე ადგილზე ვაჭრობა და ავტომობილების რემონტია ხელფასის 10.7%-იანი ზრდით. 9.8%-ით შემცირდა ხელფასი მშენებლობაში.

ცხრილი – საშუალო თვიური ხელფასი 2018 წლის მეორე კვარტალში (ლარებში)

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.