საფრანგეთი სტარტაპების დასახმარებლად $4.3 მლრდ-ს დახარჯავს

საფრანგეთი სტარტაპების დასახმარებლად $4.3 მლრდ-ს დახარჯავს

საფრანგეთის ციფრული ეკონომიკის მინისტრმა საინვესტიციო ბანკ  Bpifrance -თან ერთად სტარტაპების დასახმარებლად მხარდაჭერის მრავლისმომცველი გეგმების შესახებ განაცხადა. კერძოდ, საფრანგეთის მთავრობას სურს სტარტაპებს, რომელთაც წინ რთული პერიოდი ელით, დაეხმაროს რეფინანსირებასა და ლიკვიდორობის კუთხით. ამისთვის დაახლოებით $4.3 მლრდ დაიხარჯება.  

“სტარტაპები მზარდი ნაწილია ეკონომიკის, განსაკუთრებით სამუშაო ადგილების თვალსაზრისით. ისინი ასევე ინოვაციურ პროდუქტებსა და სერვისებზე მუშაობენ, რაც განსაკუთრებით გამოსადეგია კარანტინის პირობებში, ეს იქნება ტელემედიცინა, დისტანციური მუშაობა თუ მიტანის სერვისი“, – განაცხადა ციფრული ეკონომიკის მინისტრმა, სედრიკ ომ.

შეგახსენებთ, საფრანგეთმა ფართო ეკონომიკური მხარდაჭერის გეგმის შესახებ უკვე განაცხადა. კომპანიები, რომელთაც შემოსავლების პრობლემები შეექმნათ, შეუძლიათ დროებით არ გადაიხადონ გადასახადები, მათ შორის ქირისა და კომუნალურის გადასახადები. მთავრობა $320 მლრდ-ის მობილიზებას აპირებს ლიკვიდურობის მხარდაჭრის კუთხითაც.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ თუ კომპანია იძულებული გახდა ოპერირება შეეჩერებინა, ქვეყანას აქვს მოკლევადიანი სამუშაო სქემა შემუშავებული, რომლის ფარგლებშიც დასაქმებულები 84-100% ხელფასს მაინც აიღებენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.