საქართველო ბიზნესისთვის საუკეთესო ევროპულ ქვეყნებს შორის დაწინაურდა

საქართველო ბიზნესისთვის საუკეთესო ევროპულ ქვეყნებს შორის დაწინაურდა

ევროკავშირის პალატა (EuCham) ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების სიას ყოველწლიურად აქვეყნებს. საინვესტიციო მიმზიდველობით საუკეთესო ქვეყნების გამოსავლენად კვლევაში მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის ინდექსებია გამოყენებული.

რეიტინგში 100-დან 87 ქულით პირველ ადგილს დანია იკავებს. სამეულში შედიან შვედეთი და ფინეთი.

საქართველო სიაში მე-18-ე ადგილზეა 69 ქულით, – წინა წელთან შედარებით კი საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა. საქართველოს მსგავსად 69 ქულა აქვთ ლიტვას, ლატვიას და სლოვენიას, ამიტომ თლიან რეიტინგში ქვეყანას მეოცე ადგილი უჭირავს. 2016 წელს საქართველოს სარეიტინგო ქულა 64 იყო, რეიტინგში პოზიცია კი 24-ე. ამის მიზეზი კი საქართველოს როგორც მსოფლიო ბანკის ასევე საერთაშორისო გამჭვრვალობის რეიტინგში გაზრდილი ქულებია: თუ მსოფლიო ბანკის 2016 წლის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს 77 ქულა ჰქონდა, 2017 წელს ის 80 ქულად არის შეფასებული, გამჭვირვალობის რეიტინგში კი საქართველოს პოზიცია 52 ქულიდან 57 ქულამდე გაიზარდა.

რეიტინგი ჯამში 45 ქვეყანას აფასებს. ბოლო სამ პოზიციას რუსეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა იკავებს 51, 49 და 46 ქულით. 39-ე ადგილზეა სომხეთი 53 ქულით, თურქეთი კი 54 ქულით 37-ე პოზიციას იკავებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.