საქართველო იმპორტის მოცულობით მსოფლიოში 108-ე ადგილზეა

საქართველო იმპორტის მოცულობით მსოფლიოში 108-ე ადგილზეა

მსოფლიოში ყველაზე მსხვილი მოცულობის იმპორტს ამერიკის შეერთებული შტატები ახორციელებს. გასულ წელს ქვეყნამ $2,208,000,000,000-ის იმპორტი განახორციელა.

CIA-ს (ცენტრალური სადაზვერვო სამსახური) მონაცემებით, საქართველო მსოფლიოში იმპორტის მოცულობით 108-ე ადგილზეა. გასულ წელს იმპორტის მოცულობამ ქვეყანაში  $6,640,000,000 შეადგინა.

ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყნების ათეული შემდეგია:

  • ამერიკის შეერთებული შტატები – $2,208,000,000,000
  • ჩინეთი – $1,495,000,000,000
  • გერმანია – $1,022,000,000,000
  • გაერთიანებული სამეფო – $588,400,000,000
  • იაპონია – $583,500,000,000
  • საფრანგეთი – $536,700,000,000
  • ჰონგ კონგი – $520,100,000,000
  • კანადა – $413,400,000,000
  • ნიდერლანდების სამეფო – $402,900,000,000
  • კორეის რესპუბლიკა – $391,300,000,000

სიაში 23-ე ადგილზეა რუსეთი $191,600,000,000-ით. თურქეთი 24-ე ადგილს იკავებს $191,000,000,000-იანი იმპორტის მოცულობით, აზერბაიჯანი 98-ს $9,004,000,000-ით, ხოლო სომხეთი კი 145-ს $2,835,000,000-ით. 

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში იმპორტის მოცულობა 0.5%-ით შემცირდა და 7 243 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

იმპორტის მიხედვით უმსხილესი სასაქონლო ჯგუფებია:

  • ნავთობი (მთლიანი იმპორტის 8.5%, 619 მლნ აშშ დოლარი);
  • მსუბუქი ავტომობილები (მთლიანი იმპორტის 6.5%, 475 მლნ აშშ დოლარი);
  • ნავთობის აირები (მთლიანი იმპორტის 4.4%, 318 მლნ აშშ დოლარი);
  • სამკურნალო საშუალებები (მთლიანი იმპორტის 3.8%, 272 მლნ აშშ დოლარი);
  • სპილენძის მადნები (მთლიანი იმპორტის 3.4%, 207.9 მლნ აშშ დოლარი).
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.