საქართველო ფრეიზერის ინსტიტუტის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

საქართველო ფრეიზერის ინსტიტუტის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

ფრეიზერის ინსტიტუტის “მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების” 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2015 წლის პერიოდს აფასებს, საქართველო მე-8 ადგილზე იმყოფება 159 ქვეყანას შორის უმეტესად თავისუფალი სტატუსით. აღნიშნულ რეიტინგში 2016 წლის კორექტირებული ანგარიშის მიხედვით საქართველო მე-7 ადგილს იყოფდა ავსტრალიასა და მაურიტუსთან ერთად.

ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებიდან პირველ ოცეულში ხუთი მოხვდა: საქართველო, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, რუმინეთი.

წინა წელთან შედარებით საქართველოს პოზიციები 23 კომპონენტიდან 10 კომპონენტში გაუმჯობესდა, კერძოდ, მთავრობის დანახარჯი (გაუმჯობესება 5 პოზიციით); სახელმწიფო საწარმოები და ინვესტიციები (გაუმჯობესება 5 პოზიციით); საკუთრების უფლების დაცვა (გაუმჯობესება 17 პოზიციით); სამხედრო ჩარევა კანონის უზენაესობასა და პოლიტიკის წარმართვაში (გაუმჯობესება 1 პოზიციით); კონტრაქტების  აღსრულება (გაუმჯობესება 1 პოზიციით); ინფლაციის სტანდარტული გადახრა (გაუმჯობესება 3 პოზიციით); ტარიფები (გაუმჯობესება 1 პოზიციით); მარეგულირებელი ბარიერები ვაჭრობაში (გაუმჯობესება 24 პოზიციით); საკრედიტო ბაზრის რეგულირება (გაუმჯობესება 10 პოზიციით); ბიზნეს რეგულირება (გაუმჯობესება 5 პოზიციით).

მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ესტონეთი (მე-10 ადგილი), აშშ (მე-11 ადგილი), ლიტვა (მე-13 ადგილი), დანია (მე-15 ადგილი), ლატვია (მე-17 ადგილი), გერმანია (23-ე ადგილი), შვედეთი (27-ე ადგილი), სომხეთი (29-ე ადგილი), იაპონია (39-ე ადგილი), პოლონეთი (51-ე ადგილი), ხორვატია (72-ე ადგილი), თურქეთი (81-ე ადგილი), სერბეთი (88-ე ადგილი), რუსეთი (მე-100 ადგილი), აზერბაიჯანი (114-ე ადგილი), უკრაინა (149-ე ადგილი).

რეიტინგის პირველი ათეული შემდეგია: ჰონგ კონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია, შვეიცარია, ირლანდია, გაერთიანებული სამეფო, მავრიკი, საქართველო, ავსტრალია, ესტონეთი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.