საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო პროდუქცია

საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო პროდუქცია

2019 წლის იანვარ-ოქტომბერში, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ექსპორტი 10.4 პროცენტით გაიზარდა და 3 036 მლნ დოლარი შეადგინა. 2 022 მლნ დოლარის ექსპორტი 10 უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფზე მოდის.

პირველ ადგილზე სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტია 528 მლნ დოლარით, რომლის ექსპორტიც 25%-ით არის გაზრდილი. სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტი რეალურად რეექსპორტია, რაც ნიშნავს, რომ ჯერ იმპორტირებულია საქართველოში და შემდეგ საქართველოდან გადის. მეორე ადგილზეც რეექსპორტირებული საქონელია, კერძოდ მსუბუქი ავტომობილები. 10 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 522 მლნ დოლარის ავტომობილი გავიდა. გასულ წელთან შედარებით ავტომობილების ექსპორტში 65%-იანი ზრდაა. მესამე ადგილზე ფეროშენადნობების ექსპორტია 252 მლნ დოლარით.

ცხრილი: საქართველოს ტოპ 10 საექსპორტო საქონელი, რეექსპორტის ჩათვლით

 

საექსპორტო საქონელი

მლნ ლარი

1

სპილენძის მადნები და კონცენტრატები

528

2

მსუბუქი ავტომობილები

522

3

ფეროშენადნობები

252

4

ყურძნის ნატურალური ღვინოები

177

5

სამკურნალო საშუალებები

149

6

მინერალური და მტკნარი წყლები

112

7

ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტიანი სასმელები

97

8

სასუქები მინერალური ან აზოტოვანი

75

9

ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული

59

10

სიგარეტი

50

წყარო: საქსტატი

ცხრილი: საქართველოს ტოპ 10 საექსპორტო საქონელი, რეექსპორტის გარეშე

 

საექსპორტო საქონელი

მლნ ლარი

1

ფეროშენადნობები

252

2

ყურძნის ნატურალური ღვინოები

177

3

მინერალური და მტკნარი წყლები

112

4

ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტიანი სასმელები

97

5

სასუქები მინერალური ან აზოტოვანი

75

6

ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული

59

7

თხილი და სხვა კაკალი

46

8

მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი

32

9

ნახევარფაბბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან

27

10

წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით

24

წყარო: საქსტატი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.