საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო და საიმპორტო საქონელი

საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო და საიმპორტო საქონელი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.2%-ით მეტია.

ამ პერიოდში ექსპორტი 5.1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 12.5%-ით), ხოლო იმპორტი 12.7 მლრდ აშშ დოლარს (გაიზარდა 17.8%-ით).

წელს ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი (2.5 მლრდ აშშ დოლარი), რუსეთი (2 მლრდ აშშ დოლარი) და აშშ (1.7 მლრდ აშშ დოლარი).

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1.8 მლრდ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 34.5%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 450.9 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 8.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 217.3 მლნ აშშ დოლარით (4.3%).

წყარო: საქსტატი

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2.6 მლრდ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.4% შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს 928.6 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7.3%), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 445.2 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 3.5%).

წყარო: საქსტატი