31.1 მილიარდი ლარი – სწორედ ამდენია საბანკო სექტორის მიღმა საქართველოს 100 უმსხვილესი კერძო კომპანიის ჯამური შემოსავალი.
წარმოგიდგენთ საქართველოს ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე კერძო კომპანიების რეიტინგს, რომელიც კომპანიების მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული 2021 წლის ფინანსური ანგარიშგებების საფუძველზე შედგა. კომპანიები დაჯგუფებულია მათი შემოსავლების მიხედვით. რეიტინგში დომინირებენ ქვეყნის უმსხვილესი კომპანიები ენერგეტიკის, ნავთობის იმპორტის, საცალო ვაჭრობის, ჯანდაცვის, კომუნიკაციებისა და სხვა სექტორებიდან. სიაში არ არიან შესული საქართველოს მთავრობის კუთვნილი კომპანიები, რომელთა ანგარიშს Forbes-ი განცალკევებული სახით ამზადებს.
დადასტურებულია GRANT THORNTON-ის მიერ.
1. სოკარ ენერჯი ჯორჯია
შემოსავალი ლარებში: 2,175,850,000
„სოკარ ენერჯი ჯორჯია“ საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიაა – ასეთ მაღალ შემოსავალს მისი შვილობილი კომპანიების „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისა“ და „სოკარ ჯორჯია გაზის“ გაყიდვები განაპირობებს.
მფლობელი: აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა
2. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი
შემოსავალი ლარებში: 1,211,769,000
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ ქვეყნის უმსხვილესი ჯანდაცვის ჰოლდინგია, რომელიც „ევექსის“ ჰოსპიტლებს, „ჯიპისისა“ და „ფარმადეპოს“ სააფთიაქო ქსელებს აერთიანებს.
მფლობელი: საქართველოს კაპიტალი
3. თეგეტა მოტორსი (ჯგუფი)
შემოსავალი ლარებში: 797,152,000
„თეგეტა მოტორსი“ საქართველოში ავტომობილების უმსხვილეს დილერსა და ავტონაწილების ბაზრის #1 მოთამაშეს წარმოადგენს.
მფლობელი: თემურ კოხოძე
4. ნიკორა
შემოსავალი ლარებში: 749,678,000
„ნიკორა“ ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანიასთან ერთად სუპერმარკეტების მზარდ ქსელს – „ნიკორასა“ და „ლიბრეს“ აერთიანებს.
5. პსპ ფარმა
შემოსავალი ლარებში: 745,080,000
„პსპ ჯგუფი“ საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტ აფთიაქს ფლობს, ჯგუფი ასევე მართავს ჰოსპიტლებს თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში.
მფლობელები: 95% – კახაბერ ოქრიაშვილი, 5% – თენგიზ ჯამელაშვილი
6. რომპეტროლ საქართველო
შემოსავალი ლარებში: 736,932,166
„რომპეტროლი“ წარმოადგენს ჯგუფ KMG International-ის მთავარ ბრენდს, რომელიც ყაზახეთის ეროვნულ ნავთობკომპანია KazMunayGaz-ის მფლობელობაშია. „რომპეტროლი“-ის მთავარი საქმიანობა ნავთობის მოპოვება და გადამუშავებაა.
მფლობელი: სუვერენული კეთილდღეობის ფონდი Samruk-Kazyna (ყაზახეთის მთავრობის საკუთრება)
7. სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი
შემოსავალი ლარებში: 709,913,015
„სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი“ ფეროშენადნობებით, კოქსითა და ქვანახშირით მოვაჭრე ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანიაა.
მფლობელი: გიორგი ჭელიძე
8. სან პეტროლიუმ ჯორჯია (გალფი)
შემოსავალი ლარებში: 706,045,000
„სან პეტროლიუმ ჯორჯია“, რომელიც Gulf-ს საქართველოში 2020 წლიდან წარმოადგენს, საწვავის იმპორტს ევროპული ნავთობგადამამუშევებელი ქარხნებიდან ახორციელებს და ქვეყნის მასშტაბით 140-მდე ავტოგასამართ სადგურს ფლობს.
9. ავერსი-ფარმა
შემოსავალი ლარებში: 690,807,000
„ავერსი“ საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტ აფთიაქს ფლობს, ჯგუფი ასევე მართავს ჰოსპიტლების ქსელს თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში.
მფლობელი: 67% – პაატა კურტანიძე, 33% – ნიკოლოზ კურტანიძე
10. ატლას ჰოლდინგს (აჭარაბეთი)
შემოსავალი ლარებში: 639,290,000
„ატლას ჰოლდინგსი“ ძირითადად სათამაშო ინდუსტრიაში საქმიანობს. ჯგუფი მომხმარებლებს „აჭარაბეთის“ პლატფორმების საშუალებით სთავაზობს ონლაინ კაზინოსა და ონლაინ ტოტალიზატორს.
მფლობელი: Flutter Entertainment PLC
10 ყველაზე შემოსავლიანი კომპანიის შემოსავლების ცვლილება 2018-2021 წლებში
საქართველოს 100 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
# | კომპანია | შემოსავალი 2021 | ცვლილება რეიტინგში | ინდუსტრია |
1 | შპს სოკარ ენერჯი ჯორჯია | 2,175,850,000 | ✔︎ | საწვავით ვაჭრობა, ბუნებრივი აირის განაწილება |
2 | სს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი | 1,211,769,000 | ✔︎ | ჯანდაცვა, ფარმაცია |
3 | შპს თეგეტა მოტორსი (ჯგუფი) | 797,152,000 | ⬆︎ 1 | ავტომობილებით და ავტონაწილებით ვაჭრობა, |
4 | სს ნიკორა | 749,678,000 | ⬆︎ 2 | სავაჭრო ქსელები და საკვები პროდუქტების წარმოება, ვაჭრობა |
5 | შპს პსპ ფარმა | 745,080,000 | ✔︎ | ფარმაცევტული ბიზნესი, ჯანდაცვა |
6 | რომპეტროლ საქართველო | 736,932,166 | ⬆︎ 10 | საწვავით ვაჭრობა |
7 | სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი | 709,913,015 | ⬆︎ 41 | ფეროსილიკომანგანუმით, კოქსითა და ქვანახშირით ვაჭრობა. |
8 | სან პეტროლიუმ ჯორჯია (გალფი) | 706,045,000 | ⬆︎ 4 | საწვავით ვაჭრობა |
9 | ავერსი ფარმა | 690,807,000 | ⬇︎ 1 | მედიკამენტებით ვაჭრობა, საავადმყოფოების მართვა |
10 | ატლას ჰოლდინგს (აჭარაბეთი) | 639,290,000 | ⬆︎ 9 | აზარტული თამაშები |
11 | შპს ჯი-დი-აი | 618,420,000 | ⬇︎ 2 | თამბაქოს ნაწარმის დისტრიბუცია |
12 | ორი ნაბიჯი | 592,659,582 | ⬆︎ 6 | საცალო ვაჭრობა |
13 | ფილიპ მორის საქართველო | 592,021,000 | ⬇︎ 2 | თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობა |
14 | მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) | 570,301,000 | ⬇︎ 1 | საცალო ვაჭრობა |
15 | სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგი (სილქნეტი) | 559,957,000 | ✔︎ | კავშირგაბმულობა |
16 | შპს ტოიოტა კავკასია | 544,304,410 | ⬇︎ 9 | საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში Toyota-ს მარკის ავტომობილის გაყიდვები |
17 | ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია | 530,092,000 | ⬆︎ 7 | საწვავით ვაჭრობა |
18 | მაგთიკომი | 520,433,000 | ⬇︎ 4 | კავშირგაბმულობა |
19 | ლუკოილ-ჯორჯია | 473,960,000 | ⬆︎ 14 | ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა |
20 | რითეილ ჯგუფი (მაგნიტი) | 460,240,000 | ⬆︎ 6 | საცალო ვაჭრობა |
21 | მარსი (კრისტალბეთ) | 453,559,000 | ⬆︎ 1 | აზარტული თამაშები |
22 | სს RMG Copper | 439,804,000 | ⬇︎ 12 | სამთო მოპოვება, მეტალურგია |
23 | სს ენერგო – პრო ჯორჯია | 436,959,000 | ⬇︎ 20 | ენერგეტიკა, ელექტროენერგიის განაწილება |
24 | ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია | 415,295,000 | ⬇︎ 1 | ცემენტის წარმოება |
25 | Spar Georgia (ფუდმარტი) | 388,309,000 | ⬆︎ 3 | საცალო ვაჭრობა |
26 | თბილისი ენერჯი | 363,293,000 | ⬆︎ 1 | ბუნებრივი აირის რეალიზაცია |
27 | ჯი-თი გრუპ | 352,982,113 | ⬆︎ 8 | ავტომობილებით და ავტონაწილებით ვაჭრობა, შემდგომი მომსახურება |
28 | ჯეოსთილი | 351,606,000 | ⬆︎ 14 | მეტალურგია |
29 | ალტა | 350,048,000 | ⬆︎ 1 | კომპიუტერული, საყოფაცხოვრებო და ვიდეო-აუდიო ტექნიკით ვაჭრობა |
30 | რუსთავის ფოლადი | 337,806,000 | ⬆︎ 6 | მეტალურგია |
31 | თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია | 326,407,000 | პირველად რეიტინგში | ელექტროენერგიის მიმწოდებელი საყოფაცხოვრებო და ინდუსტრიული მომხმარებლებისთვის |
32 | ელიზი ჯგუფი | 323,077,000 | ⬇︎ 3 | თამბაქოს ნაწარმის დისტრიბუცია, ვაჭრობა |
33 | პორტალ პეტროლეუმ ჯორჯია | 310,260,000 | ⬆︎ 16 | ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა |
34 | ჯი-ეიჩ-ელ ჯორჯია (ჯიბე) | 308,840,000 | ⬇︎ 3 | ვაჭრობა |
35 | აჭარა ტექსტილე | 294,336,684 | ⬆︎ 17 | ტექსტილის, ტანსაცმლის წარმოება |
36 | ჯი არ სი | 289,739,000 | ⬆︎ 11 | სამშენებლო მასალების წარმოება, იმპორტი |
37 | RMG Gold | 289,297,000 | ⬇︎ 16 | სამთო მოპოვება, მეტალურგია |
38 | კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია | 283,676,000 | ✔︎ | სასმელების წარმოება |
39 | ავიაკომპანია ჯეო სქაი | 268,746,580 | ⬆︎ 57 | ვერტმფრენების მეშვეობით მგზავრთა გადაყვანა და ტვირთების ტრანსპორტირება |
40 | ანაგი | 254,268,000 | ⬇︎ 6 | მშენებლობა, დეველოპმენტი |
41 | დეიდრიმ უნივერსალ საქართველო (ბეთლაივი) | 251,781,704 | ⬆︎ 87 | აზარტული თამაშები |
42 | ელიტ ელექტრონიქსი | 244,132,000 | ⬆︎ 1 | კომპიუტერული, საყოფაცხოვრებო და ვიდეო-აუდიო ტექნიკით ვაჭრობა |
43 | ჯეი თი აი კავკასუს | 239,117,596 | ⬇︎ 3 | თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობა |
44 | ზუმერი ჯორჯია | 236,204,993 | ✔︎ | კომპიუტერული და ვიდეო-აუდიო ტექნიკით ვაჭრობა |
45 | ბი ემ სი გორგია | 233,609,797 | ✔︎ | სამშენებლო და სარემონტო მასალებით ვაჭრობა |
46 | ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი | 223,204,085 | ⬆︎ 4 | რიკოთის საუღელტეხილო გზის, უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებლობა |
47 | დიპლომატ ჯორჯია | 207,159,000 | ⬇︎ 6 | დისტრიბუცია |
48 | იუ-ჯი-თი | 203,879,541 | ⬇︎ 2 | კომპიუტერული და ვიდეო-აუდიო ტექნიკით ვაჭრობა |
49 | ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი კომპანიის ფილიალი საქართველოში | 201,104,370 | ⬆︎ 12 | ხიდების და გზების სამშენებლო სამუშაოები |
50 | ჭიათურმანგანუმ ჯორჯია | 188,953,648 | ⬆︎ 84 | მეტალურგია |
51 | კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური | 187,488,000 | ⬇︎ 12 | ტრანსპორტი და საზღვაო გადაზიდვები |
52 | სმარტ კაპიტალ გრუპი | 187,264,000 | ⬆︎ 25 | ენერგეტიკა და ნავთობი, უძრავი ქონების და სასტუმროების განვითარება და მენეჯმენტი, სტუმართმოყვარეობის მენეჯმენტი, ტექნოლოგია, წარმოება და ლოჯისტიკა. |
53 | ჯი-ემ-პი | 183,285,100 | ⬆︎ 7 | ფარმაცევტული პროდუქტების წარმოება |
54 | თელასი | 181,928,000 | ⬇︎ 37 | ენერგეტიკა, ელექტროენერგიის განაწილება |
55 | შარმ ტრეიდინგი | 181,903,000 | ⬇︎ 1 | ვაჭრობა |
56 | მეტალ ქონსთრაქშენ ჯორჯია | 180,259,982 | პირველად რეიტინგში | სხვადასხვა სახის ლითონის ნაწარმისა და კონსტრუქციების დემონტაჟი და რეალიზაცია, საწარმო ობიექტების მშენებლობა და აწყობა, ფეროშენადნობთა პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია. |
57 | ციტადელი | 179,774,056 | ⬆︎ 10 | სამშენებლო მასალებით ვაჭრობა |
58 | ლუქს ოილი | 179,264,161 | ⬆︎ 15 | ნავთობპროდუქტების იმპორტი |
59 | მეიჯერელ საქართველო | 176,036,000 | ⬆︎ 29 | კლიენტებთან ურთიერთობის მართვის |
60 | იბეროილი | 175,912,783 | ⬆︎ 15 | ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა |
61 | ლომისი (ლუდსახარში ნატახტარი) | 167,225,000 | ⬆︎ 3 | ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების წარმოება |
62 | გეოდისტრიბუცია | 167,064,000 | ⬇︎ 7 | თამბაქოს ნაწარმის დისტრიბუცია |
63 | ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგი (თელიანი ველი, გლობალ ბიერ ჯორჯია) | 166,668,000 | ⬇︎ 6 | ალკოჰოლური სასმელების წარმოება, დისტრიბუცია |
64 | ნოვა | 165,841,000 | ⬇︎ 2 | სამშენებლო მასალების წარმოება, იმპორტი, რეალიზაცია |
65 | კოკა-კოლა დისტრიბუცია | 163,338,000 | ⬆︎ 9 | დისტრიბუცია |
66 | ფულ ჰაუსი (კროკობეთი) | 163,019,000 | ⬆︎ 53 | აზარტული თამაშები |
67 | მეგაკო | 161,784,000 | ⬇︎ 4 | დისტრიბუცია |
68 | ტავ ურბან საქართველო | 159,840,000 | ⬆︎ 59 | საჰაერო და სატრანსპორტო მომსახურება |
69 | ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი | 158,833,000 | ⬆︎ 3 | წყალმომარაგება, ენერგეტიკა |
70 | ევროსტილი | 158,628,910 | ⬆︎ 9 | სამშენებლო მასალებით ვაჭრობა |
71 | პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია | 155,075,000 | ⬆︎ 67 | ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა |
72 | თ & რ დისტრიბუშენ | 154,903,000 | ⬇︎ 19 | დისტრიბუცია, თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობა |
73 | აგროჰაბი | 154,276,008 | ⬇︎ 8 | საცალო ვაჭრობა |
74 | ვიმ-ბილ-დან საქართველო (სოფლის ნობათისა და Pepsico-ს ბრენდებით ვაჭრობა) | 152,906,000 | ⬇︎ 6 | რძის პროდუქტების წარმოება, დისტრიბუცია |
75 | დეილი | 152,572,000 | ⬆︎ 27 | საცალო ვაჭრობა |
76 | ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი | 150,163,000 | ⬇︎ 39 | ენერგეტიკა |
77 | ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანია | 149,289,000 | ⬇︎ 6 | დისტრიბუცია |
78 | ევოლუშენ ჯორჯია | 145,314,000 | ⬆︎ 17 | აზარტული თამაშები |
79 | გუდვილი | 144,863,000 | ⬇︎ 21 | საცალო ვაჭრობა |
80 | სუფთა სახლი | 140,126,000 | ⬇︎ 11 | ვაჭრობა |
81 | Mcdonald’s საქართველო (თ და კ რესტორნები) | 138,804,945 | ⬆︎ 13 | სწრაფი კვების რესტორნები |
82 | ელსივაიკიკი | 137,726,000 | ⬆︎ 4 | ტანსაცმლით, აქსესუარებით ვაჭრობა |
83 | სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი | 135,966,000 | ⬇︎ 17 | დაზღვევა |
84 | მოდუსი | 132,656,916 | ⬇︎ 14 | ვაჭრობა |
85 | ჩემპიონები 111 – ევროპაბეთი | 131,069,000 | ⬇︎ 4 | აზარტული თამაშები |
86 | იბერია ბიზნეს ჯგუფი | 128,752,209 | ⬆︎ 26 | ავტომობილებისა და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების |
87 | Mercedes-Benz Georgia (შპს აკა) | 126,161,000 | ⬆︎ 28 | ავტომობილებით და ავტონაწილებით ვაჭრობა, შემდგომი მომსახურება |
88 | ფოთის მარცვლეულის ტერმინალი | 126,146,230 | ⬇︎ 5 | სილოსებით მარცვლეულის შენახვის მომსახურება, ტვირთებთან დაკავშირებული მომსახურება, მარცვლეულით ვაჭრობა |
89 | სელფი მობაილ (ბილაინი) | 125,802,000 | ⬇︎ 7 | კავშირგაბმულობა |
90 | ჯგუფი სადაზღვევო კომპანია ალდაგი | 122,794,000 | ⬇︎ 5 | დაზღვევა |
91 | ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია | 120,547,000 | ⬆︎ 19 | ელექტროენერგიის წარმოება |
92 | ქეი ვოშ | 120,075,535 | ⬆︎ 45 | ნავთობპროდუქტების იმპორტი |
93 | მიქსორი ჯგუფი (ქართული ლუდის კომპანია (ზედაზენი)) | 117,781,000 | ⬇︎ 6 | ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების წარმოება |
94 | გდგ | 117,341,750 | ⬆︎ 5 | დისტრიბუცია |
95 | პეის ჯორჯია | 115,869,000 | ⬇︎ 3 | ტრანსპორტი და საზღვაო გადაზიდვები |
96 | ტოიოტა ცენტრი თბილისი | 115,475,342 | ⬆︎ 5 | ავტომობილებით და ავტონაწილებით ვაჭრობა, შემდგომი მომსახურება |
97 | ლიდერ-ბეთ სლოტი | 114,287,000 | ⬆︎ 7 | აზარტული თამაშები |
98 | თიბისი დაზღვევა | 113,774,000 | ⬆︎ 8 | დაზღვევა |
99 | დაფნა | 113,347,014 | ⬇︎ 21 | დისტრიბუცია |
100 | კახური ტრადიციული მეღვინეობა | 112,583,482 | ⬇︎ 24 | ალკოჰოლური სასმელების წარმოება |
მეთოდოლოგია
100 ყველაზე შემოსავლიანი კომპანიის რეიტინგი მომზადებულია კომპანიების მიერ reportal.ge-ზე საჯაროდ გამოქვეყნებული ანგარიშგებების საფუძველზე. სია შედგენილია პირველი კატეგორიისა და პირველი ჯგუფის კომპანიების მონაცემებით.
ცალკეულ კომპანიებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ყველაზე შემოსავლიანი კომპანიების რეიტინგში უნდა იყვნენ, საკუთარი ფინანსები – 2021 წლის აუდიტორული ანგარიშგებები – საჯაროდ გამოქვეყნებული არა აქვთ, შესაბამისად, ისინი რეიტინგში ვერ მოხვდნენ.
რეიტინგის არაერთ წევრს ეკუთვნის შვილობილი ორგანიზაციები. ამ შემთხვევებში რეიტინგის შესადგენად გამოყენებულია ჯგუფის კონსოლიდირებული ანგარიშგება, რომელშიც ყველა შვილობილი კომპანიის ფინანსები არის გაერთიანებული. მაგალითად, „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ საკუთარ თავში აერთიანებს მის შვილობილ კომპანიებს – „სოკარ პეტროლეუმს“, „სოკარ ჯორჯია გაზსა“ და სხვა ორგანიზაციებს.
სხვა კომპანიების შემთხვევაშიც, რომლებიც ჯგუფს წარმოადგენენ, შეფასებისთვის აღებულია ჯგუფის მშობელი კომპანიის კონსოლიდირებული ანგარიშგება.
კომპანიის შემოსავლად ჩათვლილია კომპანიის ანგარიშგებაში ასახული ამონაგები/შემოსავალი, ამონაგები მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან.
იმ კომპანიების შემთხვევაში, რომელთა ანგარიშგებაშიც მონაცემები აშშ დოლარში იყო მოცემული, რეიტინგში მაჩვენებლები მითითებულია ლარის ეკვივალენტში 2021 წლის საშუალო გაცვლითი კურსით.
რეიტინგის მომზადებისას ჩვენ ავიღეთ კომპანიების მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული მონაცემები, მიუხედავად იმისა, თუ როგორი დასკვნა აქვთ გაცემული აუდიტორებს და ადასტურებენ თუ არა აუდიტორები კომპანიის ფინანსური ანგარიშგების სამართლიან წარდგენას სრულად, ან რაიმე პირობით ან, თუნდაც, შესაძლოა უარსაც აცხადებდნენ დასკვნაში საკუთარი მოსაზრების გამოხატვაზე.