საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეებისთვის გაყიდვების თანამედროვე მიდგომებზე ვორკშოპს გამართავს

საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეებისთვის გაყიდვების თანამედროვე მიდგომებზე ვორკშოპს გამართავს

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს, განსაკუთრებით კი ქალი მეწარმეების მხარდაჭერას. ამ მიზნით 28-29 ბანკისა და EFSE Entrepreneurship Academy-ს პარტნიორობის ფარგლებში გაყიდვების სფეროს თანამედროვე მიდგომებთან დაკავშირებით ვორკშოპი გაიმართება. შეხვედრა საქართველოს ბანკის 4B-ს სივრცეში ჩატარდება და მას კომპანია „სოლუშენერის“ დამფუძნებელი, ნანა აბურჯანიძე გაუძღვება.

„დამსწრე ქალბატონებთან ვისაუბრებ გაყიდვების სწორად წარმართვასთან დაკავშირებულ ისეთ თემებზე, როგორიცაა: როგორ გავუმკლავდეთ თანამედროვე გამოწვევებს; როგორია ბაზარი და კონკურენცია; რამდენად ესადაგება პროდუქტი თანამედროვე მიდგომებს; როგორ შევუქმნათ მოტივაცია გაყიდვების გუნდს, როგორც ვმართოთ მოლაპარაკებები და ავაწყოთ ურთიერთობა მომხმარებელთან”,- განაცხადა ნანა აბურჯანიძემ, კომპანია „სოლუშენერის“ დამფუძნებელმა.

ვორკშოპზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს

ვორკშოპი მხოლოდ საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვისაა, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, შეგიძლიათ ონლაინ გახსნათ ანგარიში და საჩუქრად მიიღოთ ბიზნესპროდუქტები, რომლებიც თქვენი საქმიანობის ეფექტურ მართვას შეუწყობს ხელს. თუ ანგარიშს ონლაინ, 31 აგვისტომდე გახსნით და შეუკვეთეთ Mastercard ბიზნეს ბარათს, ანგარიშის გახსნისას 50%-იან ქეშბექს მიიღებთ. S

მეტი დეტალი ხელმისაწვდომია თანდართულ ბმულზე.