საქართველოს ბანკის ორგანიზებით კონფერენცია - რეფორმები ენერგეტიკის სფეროში გაიმართა

საქართველოს ბანკის ორგანიზებით კონფერენცია - რეფორმები ენერგეტიკის სფეროში გაიმართა

საქართველოს ბანკის ორგანიზებითა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა. კონფერენციისა და პანელური დისკუსიის მთავარი თემა იყო ელექტროენერგეტიკული ბაზრის მოდელის კონცეფცია, ინვესტიციების წახალისების მექანიზმები. ეკონომისტებმა, ექსპერტებმა და დარგის სპეციალისტებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი ცვლილებების მოსალოდნელი გავლენა ბაზრის მონაწილეებზე, განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმები და მათი გავლენა საინვესტიციო გარემოზე. 

ინფორმაციისთვის, “გალტ & თაგარტმა” იანვარში საქართველოს ელექტროენერგიის სექტორის კვლევის შედეგები წარადგინა. სწორედ შედეგების პრეზენტაციაზე გაჩნდა იდეა, ჩატარებულიყო კიდევ ერთი კონფერენცია, სადაც მოხდებოდა კვლევაში ასახული პრობლემატიკისა და ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილი რეფორმების განხილვა. 

“გვსურდა ღიად გვესაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა: ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილ ცვლილებები, მათი მოსალოდნელი გავლენა ბაზრის მონაწილეებზე. როგორია განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმები და ამ მიმართულებით საინვესტიციო გარემო. როგორც ქვეყნის წამყვანი ბანკისთვის მნიშვნელოვანია აქტიურად დავუჭიროთ მხარი ბიზნესის განვითარებას ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი გასცემს 15 წლიან დაფინანსებას ე.წ. სტარტაპებზე დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე, საშეღავათო პირობებით (მშენებლობის პერიოდს + 6 თვე). ასევე, სესხის მოთხოვნისას ბანკი მომხმარებელს არ სთხოვს ელ. ენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. 

“გალტ & თაგარტის” ენერგეტიკის სექტორის კვლევაში დეტალურად არის განხილული დარგის საკვანძო საკითხები – ელექტროენერგიის მოხმარების და გენერაციის ტენდენციები, იმპორტის დინამიკა, საექსპორტო ბაზრების პოტენციალი და სამომავლო პერპსექტივები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *