საქართველოს ბანკის SME ბიზნესმიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოს ბანკის SME ბიზნესმიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოს ბანკის მენეჯმენტში ცვლილებებია. 1 აპრილიდან ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებას თორნიკე კუპრაშვილი უხელმძღვანელებს. ბანკში ამ მიმართულებას ამ დრომდე ზურაბ მასურაშვილი უძღვებოდა, რომელმაც საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებაში გადაინაცვლა.

თორნიკე საქართველოს ბანკს წამყვანი კორპორაციული ბანკირის პოზიციაზე 2014 წელს შემოუერთდა. ის ბანკში 10 წლიანი კარიერის განმავლობაში კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობას იკავებდა. მათ შორის, ის იყო კორპორაციული რეაბილიტაციის სამსახურისა და კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

საქართველოს ბანკში მოსვლამდე თორნიკე 3 წელი KPMG-ის თბილისის ოფისში მუშაობდა.

თორნიკეს განათლება მიღებული აქვს კავკასიის ბიზნესის სკოლაში. მას ბაკალავრის ხარისხი მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირებაში. S