არსებული ტემპით, IPO-მდე OpenAI-ის წლიური შემოსავალი $40 მილიარდს გადააჭარბებს

არსებული ტემპით, IPO-მდე OpenAI-ის წლიური შემოსავალი $40 მილიარდს გადააჭარბებს

ფოტო: Reuters

 

არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ OpenAI-ის წლიური შემოსავალი $40 მილიარდს გადააჭარბებს, რაც 2025 წლის ბოლოს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის გაორმაგებული თანხაა. OpenAI-ის შემოსავლები განსაკუთრებით ბოლო თვეებში გაიზარდა, რაც დიდწილად AI-პროგრამირების ინსტრუმენტებზე, მათ შორის COD-ზე, მაღალი მოთხოვნის დამსახურებაა.

დამატებით, OpenAI-ის შემოსავლების ზრდაზე დადებითად აისახა ფასიან გამომწერთა რაოდენობის მატება და კომპანიის ახალი სარეკლამო ბიზნესი. ამასთან, იზრდება ChatGPT-ის ძირითადი სამომხმარებლო ბიზნესიდან მიღებული შემოსავალიც.

ცნობისთვის, ChatGPT-ის შემქმნელმა OpenAI-მა აშშ-ში აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის (IPO) კონფიდენციალური განაცხადი ივნისში შეიტანა. ამ ნაბიჯით კომპანია კონკურენტ Anthropic-ს შეუერთდა, რომელიც ასევე  საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება.

Anthropic-მა მაისში განაცხადა, რომ ზრდის ამ ტემპით შენარჩუნების შემთხვევაში, კომპანიის წლიური შემოსავალი $47 მილიარდს გადააჭარბებდა. თუმცა შესაძლოა ორივე კომპანია ამ მაჩვენებელს განსხვავებული მეთოდოლოგიით ითვლიდეს.

Anthropic-მა $65 მილიარდის მოცულობის ინვესტიცია მაისის ბოლოს მოიზიდა, რის შემდეგაც მისმა ღირებულებამ კონკურენტ OpenAI-ის ღირებულებას ($852 მილიარდი) გადააჭარბა. აღნიშნული ინვესტიციის მიღების შემდეგ Anthropic-ის ღირებულება $965 მილიარდით განისაზღვრა.