საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა მცირდება

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა მცირდება

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა კვლავ მცირდება. წლის ორ თვეში, სატრანსპორტო დარგებმა ჯამში 5.5 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდეს, რაც წლიურად 0.3 მლნ ტონით შემცირებული მაჩვენებელია. 

2017 წელს საქართველოს დერეფანში გადაზიდული ტვირთების ჯამური მოცულობა 41.5 მლნ ტონა იყო, 2016 წელს 42.3 მლნ ტონა, ხოლო 2015 წელს 44.2 მლნ ტონა. 

შემცირდა საზღვაო ნავსადგურებსა და საზღვაო ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობაც და მან წლის ორ თვეში 2.6 მლნ ტონა შეადგინა, ნაცვლად გასული წლის 2.8 მლნ ტონისა. პორტებში ტვირთების გადამუშავებაც წლებია მცირდება: 2017 წელს პორტებმა ჯამურად 16.3 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, 2016-ში 17.6 მლნ ტონა, ხოლო 2015-ში კი 19.2 მლნ ტონა. 

მცირედთ გაიზარდა პორტებში კონტეინერების გადამუშავების მაჩვენებელი და წლის ორ თვეში 65 646 TEU ერთეული შეადგინა. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.