საქართველოს ეკონომიკის, ინოვაციებისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, Visa-სა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკის, ინოვაციებისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, Visa-სა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Visa-მ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ხელი მოაწერეს ორწლიან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს,  რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტურიზმის, მცირე და საშუალო ბიზნესის, ეკონომიკის, ფინანსური ჩართულობის განვითარების ხელშეწყობასა და ინოვაციების დანერგვას საქართველოში.

Visa-მ, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ხელი მოაწერეს ორწლიანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში, კოვიდ-19-ის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესის, ადგილობრივი ტურიზმის, ეკონომიკის, ფინანსური ჩართულობის განვითარებისა და ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობას.

სამომავლო თანამშრომლობის დოკუმენტს, ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა – ნათია თურნავამ და Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში, დიანა კიღურაძემ. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შედგა, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ტურისტულ ადგილს.

მემორანდუმი, მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და Visa-ს შორის თანამშრომლობის პლატფორმის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს დასახული მიზნების შესრულებას:

  • COVID-19-ის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესის (SMEs) მხარდაჭერა, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზების გზით, კერძოდ – Visa Business Skills პლატფორმის დანერგვა აწარმოე საქართველოსთან ერთად და გაციფრულების პროცესის ხელშეწყობა;
  • ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობა, კერძოდ ერთობლივი აქტივობების განხორციელება როგორც, ლოკალური, ასევე საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის გაზრდის მიზნით;
  • ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა და საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებით ეკონომიკური და ფინანსური ჩართულობის გაძლიერება.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და  Visa-ს შორის მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარებას საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ Visa მხარს დაუჭერს, მეწარმეობის წამახალისებელ პროგრამას – „აწარმოე საქართველოში“,  ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას. თანამშრომლობის შედეგად და ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიების ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარების მიზნით, იგეგმება ერთობლივი მარკეტინგული კამპანიები, საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირება Visa-ს სტატისტიკური პლატფორმის  დახმარებით.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ Visa მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესს და  საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარებას.“ – განაცხადა ნათია თურნავამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

„დღეს, Visa-სა და საქართველოს შორის მემორანდუმის გაფორმება თანამშრომლობის პლატფორმას აყალიბებს, რომლის მიზანია ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარების მხარდაჭერა. ჩვენი თანამშრომლობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ყველა ამ პროცესში ჩართულ მხარესთან ერთად,  სამ სტრატეგიულ მიმართულებაზეა ფოკუსირებული, კერძოდ – მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობა და ინოვაციების დანერგვა და გვჯერა, რომ ერთობლივი მუშაობით, საზოგადოებას დადებით შედეგებს მოვუტანთ. Visa-ში, ასევე მტკიცედ გვწამს, საქართველოს ინოვაციური და ტექნოლოგიური მომავლის, რაც ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, განვითარებისა და ქვეყნის, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად წარმოჩენის გარანტია.“- აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

ადგილობრივი ტურიზმის განვითარების მხარდაჭერის მიზნით, Visa სამინისტროს კვლევის შედეგებს გაუზიარებს, კერძოდ სიღრმისეულ ანალიზს მიაწვდის მოგზაურთა ტიპებისა და მახასიათებლების შესახებ. აღნიშნული მონაცემების ანალიზის საფუძველზე,  შესაძლებელი  გახდება, ტურისტული გრაფიკის სტიმულირების მიზნით სტრატეგიის დაგეგმვა, სხვადასხვა ხარვეზისა თუ სუსტი წერტილების იდენტიფიცირება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ეფექტურად შესწავლას, არსებული მარშრუტების განვითარებასა და ახალი მიმართულებების დამატებას.

ფინანსური ცნობიერების ამაღლების გლობალური ინიციატივითა და მსოფლიოში 50 მილიონი მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების ამბიციური გეგმებით, Visa საქართველოში საგანმანათლებლო ციფრულ პლატფორმას – Practical Business Skills (PBS) დანერგავს. პროგრამა, 50-ზე მეტ ონლაინ სასწავლო მოდულისგან შედგება, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, საჭიროებებიდან გამომდინარე მიაწვდის ინფორმაციას, ბიზნესს მართვის სასურველ ეტაპზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *