საქართველოს ეკონომიკის რომელი სექტორები გაიზარდა ან შემცირდა წლის პირველ ნახევარში

საქართველოს ეკონომიკის რომელი სექტორები გაიზარდა ან შემცირდა წლის პირველ ნახევარში

2019 წლის პირველ ნახევარში, 2018 წლის პირველ ნახევართან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი – მშპ) 4.7%-ით გაიზარდა (შედარებისთვის, 2018 წლის პირველი ნახევრის ეკონომიკური ზრდა 5.4% იყო).

ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ტრანსპორტის (15.5%) და უძრავი ქონებით ოპერაციების (14.2%) სექტორებში დაფიქსირდა. მესამე ადგილზე სასტუმროების რა რესტორნების სექტორია 13.6%-ით.

წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის სამ სექტორში დაფიქსირდა კლება, ესენია: მშენებლობა 6.8%-ით შემცირდა,  სამთომოპოვებითი მრეწველობა 5.8%-ით, ხოლო დამამუშავებელი მრეწველობა 3.2%-ით.

ცალკე აღებულ მე-2 კვარტალში (აპრილი-ივნისი) ყველაზე მაღალი ზრდა (18%) ტრანსპორტის სექტორში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე მაღალი კლება განათლების სექტორში (-8%).

ცხრილი – საქართველოს ეკონომიკის ზრდა სექტორების მიხედვით, 2019 წლის პირველი ნახევარი

ეკონომიკის სექტორები

ზრდის ტემპი

ტრანსპორტი

15.5%

ოპერაციები უძრავი ქონებით

14.2%

სასტუმროები და რესტორნები

13.6%

კავშირგაბმულობა

11.6%

ჯანმრთელობის დაცვა

10.3%

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება

7.5%

ვაჭრობა, ავტომობილების რემონტი

7.1%

კომუნალური და პერსონალური მომსახურების გაწევა

5.0%

სახელმწიფო მმართველობა

4.2%

საფინანსო საქმიანობა

4.1%

განათლება

3.0%

პროდუქციის გადამუშავება შინამეურნეობების მიერ

2.2%

სოფლის მეურნეობა

1.1%

დამამუშავებელი მრეწველობა

-3.2%

სამთომოპოვებითი მრეწველობა

-5.8%

მშენებლობა

-6.8%

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.