საქართველოს მძიმე მრეწველობის რეიტინგი

საქართველოს მძიმე მრეწველობის რეიტინგი

დადასტურებულია GRANT THORNTON-ისა და EBIT GROUP-ის მიერ.

საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო საქონელს შორის ყოველწლიურად ხვდება ის პროდუქტები, რომლებიც ქვეყნის მძიმე მრეწველობის სექტორის მიერ არის შექმნილი. მანგანუმის შემცველი შენადნობებით დაწყებული, ქიმიური სასუქებითა და სპილენძით დამთავრებული – ეს არის პროდუქტები, რომლებზეც საკმაოდ ფართო საერთაშორისო მოთხოვნა არსებობს. ფინანსური ანგარიშვალდებულების რეფორმიდან გამომდინარე, მეტალურგიის, ქიმიური მრეწველობის, სამთო მოპოვებისა და სხვა სფეროებში მოღვაწე კომპანიებმა საკუთარი წლიური ანგარიშები გაასაჯაროვეს. დოკუმენტების მიხედვით, სექტორის შემოსავალი 1.7 მილიარდ ლარს აჭარბებს, აქტივების მოცულობა კი 2 მილიარდამდეა.

Forbes Georgia, აუდიტორულ კომპანია Grant Thornton-თან და საკონსულტაციო კომპანია Ebit Group-თან ერთად, წარმოგიდგენთ ამ ანგარიშგებების საფუძველზე მომზადებულ რეიტინგს, რომელშიც ქვეყნის უმსხვილესი ქარხნები, მეტალურგიული ცენტრები და სამრეწველო ობიექტები შედიან.

რეიტინგი 2018 წლის ფინანსურ ანგარიშებზე დაყრდნობით არის მომზადებული, მისი მთავარი კრიტერიუმია კომპანიის მთლიანი შემოსავლის მაჩვენებელი, დამხმარე კრიტერიუმებს კი წმინდა მოგებისა და აქტივების ზომის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.