ტრამპი სოციალური მედიის კომპანიების დახურვით იმუქრება

ტრამპი სოციალური მედიის კომპანიების დახურვით იმუქრება

დონალდ ტრამპი იმუქრება, რომ დახურავს სოცმედიის კომპანიებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა მას შემდედ განაცხადა, რაც Twitter-მა ტრამპის “ტვიტების“ გადამოწმება დაიწყო.

“რესპუბლიკელები ფიქრობენ, რომ სოციალური მედია პლატფორმები აჩუმებენ კონსერვატორების ხმებს“, – დაწერა ტრამპმა Twitter-ზე და დასძინა, რომ სოცმედიის კომპანიები ან „ძლიერად“ უნდა დაარეგულირონ, ან დახურონ. “ჩვენ დავინახეთ რომ მათ სცადეს ეს 2016 წელს და დამარცხდნენ. მათ კიდევ უფრო დახელოვნებული ვერსიის განხორციელების უფლებას ვერ მივცემთ”, – აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა.

               

გასულ წელს, Twitter-მა განაცხადა, რომ აკრძალავადა პლატფრომაზე ყველა პოლიტიკურ რეკლამას. ბოლო თვეების განმალობაში კი კომპანია ამოწმებს კორონავირუსის პანდემიის პირობებში ისეთ “ტვიტებს“, რომლებიც შეიცავს ვირუსთან დაკავშირებით კონსპირაციების შესახებ შინაარს – მაგალითად როგორიც იყო მილიარდერი ბილ გეითსის ან 5G ტექნოლოგიების დადანაშაულება ვირუსის გავრცელებაში.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.