საქართველოში ბიტკოინის მომხმარებელთა რაოდენობა 2 წელში 400%-ით გაიზარდა

საქართველოში ბიტკოინის მომხმარებელთა რაოდენობა 2 წელში 400%-ით გაიზარდა

საქართველოში ბოლო 2 წელში ბიტკოინის მომხმარებელთა რაოდენობა 400%-ით გაიზარდა, ხოლო 2017 წელს 2016 წელთან შედარებით, 130%-ით. 

კომპანია eMoney-ში განმარტავენ, რომ მომავალი კვირიდან ქართველ მომხმარებელს Litecoin-ით ვაჭრობაც შეეძლება, ხოლო ზაფხულიდან კომპანია საკუთარ სერვისში სხვა კრიპტოვალუტების დამატებასაც გეგმავს.

eMoney-ს კომერციული დირექტორი ნიკა ჩილინდრიშვილი ამბობს, რომ საქარართველოში ბიტკოინით ტრანზაქციების მოცულობა საკმაოდ მრავალფეროვანია – მომხმარებელი ახორციელებს როგორც მსხვილ ტრანზაქციებს, ასევე მცირე რაოდენობისას.

“ყველა კატეგორიის წარმომადგენელი ერთნაირად არის გააქტიურებული აღნიშნული თემის მიმართ. არიან ადამიანები, ვინც უბრალოდ ყიდულობენ და ელოდებიან კრიპტოვალუტის გაძვირებას, რომ შემდეგ გაყიდონ; ასევე ჩვენი მომხმარებლები არიან ადამიანები, ვინც თვითონ გამოიმუშავებენ ბიტკოინს და შემდეგ eMoney-ს საშუალებით ცვლიან სხვადასხვა ვალუტაში”, – ამბობს ნიკა ჩილინდრიშვილი.

eMoney-ს ელექტრონულ ბალანსზე არსებული თანხით ბიტკოინისშეძენა 2015 წლიდანააშესაძლებელი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *