საქართველოში დაფუძნდა სარისკო კაპიტალის $5-მილიონიანი ფონდი Isari Ventures-ი ქართულ სტარტაპებში ინვესტიციების განსახორციელებლად

საქართველოში დაფუძნდა სარისკო კაპიტალის $5-მილიონიანი ფონდი Isari Ventures-ი ქართულ სტარტაპებში ინვესტიციების განსახორციელებლად

საქართველოში Isari Ventures ოფიციალურად დაფუძნდა, როგორც პოლსენების ოჯახის ევროპული საინვესტიციო ჰოლდინგი. პოლსენების ოჯახი საქართველოში ინვესტიციებს უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ახორციელებს, მათ შორისაა ისეთი კომპანიები, როგორიცაა “შატო მუხრანი”, “ქართული ღვინოები და ალკოჰოლიანი სასმელები”, “ფრიქსი”, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პროექტები. Isari Ventures-ი ძირითადად ვენჩურული დაფინანსების გაცემაზე იქნება ფოკუსირებული.

„დღეს ვაფუძნებთ Isari Ventures-ს, რათა უზრუნველვყოთ დამატებითი მხარდაჭერა ქართველ მეწარმეთა სწრაფად მზარდი ეკოსისტემისთვის, რომელიც კრეატიული მეთოდებით და აზროვნებით უმკლავდება მსოფლიოს გლობალურ გამოწვევებს. Isari Ventures-ი ამ სტარტაპებს ფინანსურ და სტრატეგიულ დახმარებას გაუწევს და Isari-ის რესურსების გამოყენებით ხელს შეუწყობს პერსპექტიული ინოვაციების განვითარებას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“ – განაცხადა Isari Ventures-ის დირექტორმა და საბჭოს წევრმა ჟან-ფრედერიკ პოლსენმა.

“ყველა ინვესტიცია შეესაბამება Isari Ventures-ის ისეთი ინოვაციური გადაწყვეტილებების ძიებას, რომელთაც აქვთ პოტენციალი რადიკალურად გააუმჯობესონ შესაბამისი ინდუსტრიული სექტორების ეფექტურობა გლობალური ან რეგიონული მასშტაბით. ინიციატივა ფოკუსირებული იქნება კრეატიულ ქართულ დამფუძნებლებზე, რომლებიც ოპერირებენ “pre-product market fit” ეტაპზე.

Isari Ventures-მა რამდენიმე სტარტაპში ინვესტიცია უკვე განახორციელა, მათ შორის უახლესი ინვესტიციებია PHUBBER – მოდასთან დაკავშირებული ონლაინ საცალო ვაჭრობის მდგრადობაზე ორიენტირებული პლატფორმა, OMOFOX – ციფრული სატვირთო ექსპედიტორი და KERNEL – ციფრული აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფა SMB-თვის,”- ნათქვამია საინვესტიციო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *