საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიების რეიტინგი 2020 წლის შედეგების მიხედვით

საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიების რეიტინგი 2020 წლის შედეგების მიხედვით

2020 წლის განმავლობაში საქართველოში რეგულარული და ჩარტერული ავიარეისების მგზავრთა რაოდენობა 84%-ით შემცირდა და 833,846 შეადგინა. ამ მგზავრების უდიდესმა ნაწილმა ფრენა “ლოქდაუნის” გამოცხადებამდე მოასწრო, სწორედ ამიტომ 2020 წლის შედეგებით საქართველოში ყველაზე მეტ მგზავრს Wizz Air-ი მოემსახურა, რომელმაც 172 ათასი მგზავრი გადაიყვანა. 2019 წელთან შედარებით ავიაკომპანიის მგზავრთნაკადი 79%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა Turkish Airlines-ი, რომელიც 86.6 ათას მგზავრს მოემსახურა. “ჯორჯიან ეარვეისის” ფრენების მგზავრთა რაოდენობა კი, გასულ წელს 91%-ით შემცირდა. იმის მიუხედავად, რომ 1 თებერვლიდან საქართველოში რეგულარული ფრენები განახლდა Wizz Air-ი რეისების განახლებას ჯერ არ ჩქარობს.

ავიაკომპანიების რეიტინგი მგზავრთა რაოდენობის მიხედვით:

1.Wizz Air – 172,012 მგზავრი, კლება წინა წელთან -79%

2. Turkish Airlines – 86,562 მგზავრი, კლება წინა წელთან -85%

3. Georgian Airways – 43,106 მგზავრი, კლება წინა წელთან -91%

4. Belavia – 39,858 მგზავრი, კლება წინა წელთან -71%

5. Pegasus – 36,050 მგზავრი, კლება წინა წელთან -80%

6. SkyUp Airlines – 34,383 მგზავრი, კლება წინა წელთან -78%

7. Fly Dubai – 32,232 მგზავრი, კლება წინა წელთან -84%

8. Lufthansa – 26,197 მგზავრი, კლება წინა წელთან -75%

9. Air Arabia – 26,073 მგზავრი, კლება წინა წელთან -82%

10. Qatar Airways – 21,922 მგზავრი, კლება წინა წელთან -84%

11. Ukraine International Airlines – 21,547 მგზავრი, კლება წინა წელთან -90%

12. Ryanair – 21,323 მგზავრი, კლება წინა წელთან 13%

13. Azerbaijan Airlines – 19,096 მგზავრი, კლება წინა წელთან -86%

14. Armenia – 17,903 მგზავრი, კლება წინა წელთან -40%

15. Qeshm Air – 17,305 მგზავრი, კლება წინა წელთან -85%

16. Israel Airlines – 15,812 მგზავრი, კლება წინა წელთან -87%

17. LOT – 12,581 მგზავრი, კლება წინა წელთან -84%

18. Air Astana – 10,959 მგზავრი, კლება წინა წელთან -87%

19. Air Baltic – 10,326 მგზავრი, კლება წინა წელთან -83%

20. Air France – 9,555 მგზავრი, კლება წინა წელთან -44%

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა 1 თებერვალს გააუქმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *