საქართველოში საპენსიო შენატანები შემცირდა

საქართველოში საპენსიო შენატანები შემცირდა

2016 წელს საქართველოში საპენსიო შენატანებმა 4 065 667 მილიონი ლარი შეადგინა, რაც, შარშანდელთან შედარებით, 664 932 ლარით ნაკლებია. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში საპენსიო დაზღვევას ორი კომპანია ახორციელებს – ალდაგი და GPI. საპენსიო შენატანების უმეტესი წილი ალდაგზე მოდის 3 084 774 ლარი, GPI 980 893 ლარი.

ჯამში, გასულ წელს, 12 550 მოქმედი საპენსიო ხელშეკრულებება აღირიცხა(წინა წელთან შედარებით, 141-ით ნაკლები), საპენსიო სქემიდან გატანილმა სახსრებმა კი 1 936 559 ლარი შეადგნა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *