საქართველოში სავალდებულო რეგისტრაცია 211-მა აუდიტორულმა ფირმამ გაიარა

საქართველოში სავალდებულო რეგისტრაცია 211-მა აუდიტორულმა ფირმამ გაიარა

საქართველოში სავალდებულო რეგისტრაცია 211-მა აუდიტორულმა ფირმამ გაიარა. რეგისტრაცია 2016 წლის 1 ნოემბრიდან ხორციელდება და ამ პერიოდში აუდიტორების რეესტრში 384 ბუღალტერი დარეგისტრირდა. 

აუდიტორიული ფირმა და ფიზიკური პირი რეგისტრაციის გარეშე აუდიტორიულ მომსახურებას ვერ განახორციელებს. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის შესახებ კანონით,  დაინტერესებულ პირს ნებისმიერ დროს შეუძლია რეგისტრაციის გავლა.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭო გასული წლის სექტემბერში დამტკიცდა. რეესტრში აუდიტორული ფირმის შესახებ უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგები; პარტნიორთა/აქციონერთა წილობრივი მონაწილეობა; პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა; ბოლო 3 წლის განმავლობაში აუდიტორული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *