საქართველოში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გამოშვების, შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზების ფაქტები მკვეთრად გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში მსგავსი 14 საქმე დაფიქსირდა. შედარებისთვის – გასულ წელს ჯამში სულ 15 ასეთი შემთხვევა გამოვლინდა, 2016 წელს – 7, ხოლო 2014 წელს კი 2 შემთხვევა.
ამასთან, 2017 წლის პირველ კვარტალში ამოღებული სიგარეტების რაოდენობამ 14 470 კოლოფი შეადგინა, სისხლის სამართლებრივი დევნა კი 13 პირის მიმართ დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან, თამბაქოზე აქციზური გადასახადი გაიზარდა. ერთ კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე აქციზი 60 თეთრით გაიზარდა. აქციზი გაიზარდა უფილტრო სიგარეტზეც. 2017 წლის პირველი იანვრიდან ყოველ კოლოფ სიგარეტზე თამბაქოს იმპორტიორებსა და მწარმოებლებს 30 თეთრით მეტი აქციზის გადასახადის გადახდა უწევთ.
ევროკავშირის დირექტივით, სიგარეტზე აქციზურმა გადასახადმა საქართველოში გარკვეული პერიოდის (სავარაუდოდ 7-10 წელი) შემდეგ უნდა შეადგინოს საშუალო შეწონილი საცალო ფასის არანაკლებ 60%, მაგრამ არანაკლებ 90 ევროსი 1000 ღერ სიგარეტზე.