სასტუმრო, სარესტორნო და დასასვენებელი ინდუსტრიის უდიდესი კომპანიების რეიტინგი - Forbes Global 2000

სასტუმრო, სარესტორნო და დასასვენებელი ინდუსტრიის უდიდესი კომპანიების რეიტინგი - Forbes Global 2000

ამერიკულმა Forbes-მა 2023 წლის მსოფლიოს უდიდესი ორი ათასი კომპანიის რეიტინგი – Global 2000 გამოაქვეყნა. ყოველწლიურ რეიტინგში შემავალი კომპანიები ოთხ ძირითად კომპონენტზე დაყრდნობით ფასდება: შემოსავალი, მოგება, აქტივების რაოდენობა და საბაზრო კაპიტალიზაცია.

მიმდინარე წლის სიაში შესული კომპანიების ჯამურმა შემოსავალმა $50.8 ტრილიონი, მოგებამ $.4.4 ტრილიონი, აქტივების მოცულობამ $231 ტრილიონი, ხოლო საბაზრო ღირებულებამ $74 ტრილიონი შეადგინა. რეიტინგს 611 წარმომადგენლით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, რომელსაც მეორე ადგილზე, Global 2000-ის 346 კომპანიით, ჩინეთი მოჰყვება.

პანდემიის შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ძველი დიდების დაბრუნებას აქტიურად ცდილობენ სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრიის წარმომადგენლები, რის შედეგადაც, სექტორის გიგანტები, გასულ წელთან შედარებით, წლევანდელ Global 2000-ის რეიტინგშიც დაწინაურდნენ. მიუხედავად ზრდისა, ინდუსტრიაზე პანდემიის გავლენა კვლავ დიდია და 2023 წლის სიაში, წამყვან ხუთას კომპანიას შორის ადგილის შენარჩუნება მხოლოდ McDonald’s-მა და Starbucks-მა შეძლეს, რომლებიც, შესაბამისად, 217-ე და 301-ე ადგილებზე არიან წარმოდგენილნი. ორივე კომპანიის შემთხვევაში გაზრდილია შემოსავლები, თუმცა მოგება შემცირდა, რაც დიდწილად ჩინეთის გრძელვადიანი ლოკდაუნპოლიტიკის შედეგია.

რესტორნების სექტორიდან, რეიტინგში ყველაზე დიდი ნახტომი კალიფორნიაში დაფუძნებულ მექსიკური სამზარეულოს ქსელ, Chipotle Mexican Grill-ს აქვს. 2023 წლის დასაწყისიდან, გლობალურად არსებული ეკონომიკური გაურკვევლობების მიუხედავად, კომპანიის აქციები 51%-ით გაიზარდა, ქსელის შემოსავალმა კი 2023 წლის პირველ კვარტალში $2.4 მილიარდს მიაღწია. შედეგად, ამერიკული სარესტორნო ბიზნესი რეიტინგში 319 ადგილით დაწინაურდა და 903-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.

კოვიდრეგულაციების მოხსნასთან ერთად, სასტუმროების სექტორის სამი უმსხვილესი კომპანია რეიტინგში შემოსავლების ორნიშნა წლიური ზრდით დაბრუნდა. Marriott-ი (426), მსოფლიოში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის უმსხვილესი წარმომადგენელი, რეიტინგში 186 ადგილით დაწინაურდა, მას შემდეგ, რაც კომპანიის შემოსავლები გასული წლის $8.3 მილიარდიდან, $22.2 მილიარდამდე, ხოლო მოგება $1.1 მილიარდიდან $2.7 მილიარდამდე გაიზარდა. 652-პოზიციანი ნახტომით, რეიტინგის პირველ ათას კომპანიაში ადგილი შეინარჩუნა Hilton-მა (846), ხოლო Hyatt-ი 982 პოზიციით დაწინაურდა და ორი ათას კომპანიას შორის, 1,814 პოზიციას დასჯერდა.

2022 წელი რეკორდული აღმოჩნდა აზარტული თამაშების ინდუსტრიისთვის, რომლის ჯამურმა წმინდა შემოსავალმა $55 მილიარდს მიაღწია და 2019 წლის პანდემიამდელ მონაცემებს 25%-ით გადააჭარბა. კაზინო-სასტუმროების კომპანიებიდან  რეიტინგში ყველაზე მეტი პოზიციით MGM Resorts-ი დაწინაურდა, რომელმაც $14.1-მილიარდიანი შემოსავლით, მიმდინარე წლის რეიტინგში 596 პოზიცია დაიკავა.

სასტუმრო, სარესტორნო და დასასვენებელი ინდუსტრიის უდიდესი კომპანიების რეიტინგი – Forbes Global 2000:

  1. McDonald’s – ამერიკის შეერთებული შტატები (Global 2000-ში 217-ე)

შემოსავალი: $23.4 მილიარდი; მოგება:  $6.9 მილიარდი;

აქტივები: $52 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $216..6 მილიარდი;

 

  1. Starbucks – ამერიკის შეერთებული შტატები (301)

შემოსავალი: $33.9 მილიარდი; მოგება: $3.6 მილიარდი;

აქტივები: $28.6 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $122.9 მილიარდი;

 

  1. Marriott – ამერიკის შეერთებული შტატები (426)

შემოსავალი: $22.2 მილიარდი; მოგება: $2.74 მილიარდი;

აქტივები: $24.9 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $53.6 მილიარდი;

 

  1. Compass Group – გაერთიანებული სამეფო (516)

შემოსავალი: $32.5 მილიარდი; მოგება: $1.4 მილიარდი;

აქტივები: $20.9 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $45.5 მილიარდი;

 

  1. MGM Resorts – ამერიკის შეერთებული შტატები (596)

შემოსავალი: $14.2 მილიარდი; მოგება: $1.9 მილიარდი;

აქტივები: $43.5 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $15.7 მილიარდი;

 

  1. Sodexo – საფრანგეთი (761)

შემოსავალი: $23.9 მილიარდი; მოგება: $831.9 მილიონი;

აქტივები: $21.8 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $15.5 მილიარდი;

 

  1. Hilton Worldwide Holdings – ამერიკის შეერთებული შტატები (846)

შემოსავალი: $9.38  მილიარდი; მოგება: $1.25 მილიარდი;

აქტივები: $15.2 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $38.27 მილიარდი;

 

  1. Chipotle Mexican Grill – ამერიკის შეერთებული შტატები (903)

შემოსავალი: $8.98 მილიარდი; მოგება: $1 მილიარდი;

აქტივები: $7 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $55.9 მილიარდი;

 

  1. Carnival Corporation – ამერიკის შეერთებული შტატები (959)

შემოსავალი: $14.9 მილიარდი; მოგება: -$4.9 მილიარდი;

აქტივები: $51.9 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $12.6 მილიარდი;

 

  1. Restaurant Brands International – კანადა (987)

შემოსავალი: $6.6 მილიარდი; მოგება: $1 მილიარდი;

აქტივები: $22.5 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $22.2 მილიარდი.