საუდის არაბეთი კინომწარმოებლებს ხარჯების 40%-ს ბიუჯეტიდან დაუფარავს

საუდის არაბეთი კინომწარმოებლებს ხარჯების 40%-ს ბიუჯეტიდან დაუფარავს

საუდის არაბეთმა ქვეყანაში კინოინდუსტრიის განვითარების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა: მთავრობა ბიუჯეტიდან დაფარავს კინოწარმოების ხარჯების 40%-ს.

სახელმწიფო პროგრამა – Film Saudi საერთაშორისო და ადგილობრივ კინოსტუდიებზეა მიმართული. პროგრამით სარგებლობისთვის კი აუცილებელია, რომ კინო-პროექტში მონაწილეობდნენ ადგილობრივი მსახიობები, ფილმი გადაღებული იყოს საუდის არაბეთში და ღირსეულად იყოს წარმოჩენილი ქვეყნის ისტორია, კულტურა და მოსახლეობა.

„კინოწარმოების წახალისება საშუალებას მოგვცემს: მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი კინოინდუსტრიის პოტენციალი და უკეთესად წარმოვაჩინოთ საუდის არაბეთის უნიკალური და თვალწარმტაცი პეიზაჟები“, – განაცხადა Saudi Film Commission-ის დირექტორმა, აბდულა ალ ეიაფმა.

საუდის არაბეთის მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროგრამა მასშტაბებითა და ამბიციით მნიშვნელოვნად აჭარბებს მეზობელი სახელმწიფოების გეგმებს. 2030 წლამდე Film Saudi-ს ფარგლებში მიზნადაა დასახული 100 ფილმის გადაღება, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ კინოსტუდიების მიერ.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან კინოწარმოების წასახალისებელ პროგრამას „აწარმოე საქართველოშიც“ ახორციელებს. სახელმწიფო პროგრამის სახელწოდებაა „გადაიღე საქართველოში“ და ის ხარჯების 20-25%-ის უკან დაბრუნების საშუალებას იძლევა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *