საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდმა (PIF) Alphabet-ის, Zoom-ისა და Microsoft-ის აქციები შეიძინა. შედეგად, სუვერენული სიმდიდრის ფონდის საინვესტიციო პორტფელის საბაზრო ღირებულებამ, მეორე კვარტლის დასასრულს, $40.8 მილიარდს მიაღწია.
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის მარეგულირებელი კომისიის განცხადებით, აშშ-ში ვაჭრობისას, PIF-მა 213,000 A კლასის აქცია – Alphabet-ში, 4.7 მილიონი აქცია Zoom-ში, ხოლო 1.8 მილიონი აქცია Microsoft-ში შეიძინა. ამასთან ერთად კი, აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდმა აქციები JPMorgan-სა (3.9 მილიონი) და BlackRock-შიც (741,693) შეისყიდა.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. საუდის არაბეთის ფონდმა, 6.3 მილიონი აქცია Starbucks-შიც შეიძინა, ამას კი ემატება სხვადასხვა მოცულობის წილები ისეთ ორგანიზაციებში როგორებიცაა: Adobe Systems-ი, Advanced Micro Devices-ი, Salesforce-ი, Home Depot-ი, Costco, Freeport-McMoRan-ი, Datadog-ი და NextEra Energy.
ცნობისთვის, საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდი ამჟამად $620 მილიარდის აქტივებს მართავს და ქვეყნის სამომავლო გეგმების მთავარ ფიგურანტსაც წარმოადგენს. საუდის არაბეთს კი, ახალი სექტორების შექმნითა და ნავთობისგან დივერსიფიკაციის გზით ქვეყნის ეკონომიკის სრულად გარდაქმნა სურს. ამისთვის PIF-ის ორმხრივი სტრატეგია აქვს: ინვესტიციების საერთაშორისო პორტფელის გაძლიერება და ინვესტირება ადგილობრივ პროექტებში, რომელიც ქვეყნის ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებას შეუწყობს ხელს.