საუკეთესო დამსაქმებელი კომპანიები მსოფლიოში – Forbes-ის რეიტინგი

საუკეთესო დამსაქმებელი კომპანიები მსოფლიოში – Forbes-ის რეიტინგი

Forbes-ი მსოფლიოს საუკეთესო დამსაქმებელი კომპანიების რეიტინგს აქვეყნებს. ამერიკულმა გამოცემამ სოციოლოგიური კვლევითი კომპანია Statista-სთან ერთად 160 000 დასაქმებული გამოიკითხა 58 ქვეყნაში. გამოკითხვა ივნისიდან ივლისამდე პერიოდში ჩატარდა. მონაწილეებს სთხოვდნენ შეეფასებინათ თავიანთი დამსაქმებელი კომპანია და აღენიშნათ გაუწევდნენ თუ არა მას რეკომენდაციას თავიანთ ახლობლებთან.

გამოკითხვების შედეგად გამოვლინდა, რომ საუკეთესო დამსაქმებელი სამხრეთკორეული ტექნიკის მწარმოებელი Samsung-ია, მეორე ადგილას კი Amazon-ი გავიდა.

პირველი ოცეული შემდეგნაირად გამოიყურება:

1. Samsung Electronics (ელექტრონიკა)
2. Amazon (რითეილი)
3. IBM (IT, ინტერნეტი, პროგრამული უზრუნველყოფა)
4. Microsoft (IT, ინტერნეტი, პროგრამული უზრუნველყოფა)
5. LG (ელექტრონიკა)
6. Apple (ტექნოლოგიები, ელექტრონიკა)
7. Adobe (IT, ინტერნეტი, პროგრამული უზრუნველყოფა)
8. Alphabet (IT, ინტერნეტი, პროგრამული უზრუნველყოფა)
9. Siemens (ელექტროტექნიკა)
10. Bosch (ელექტროტექნიკა)
11. Adidas (სპორტული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი)
12. Dell Technologies (ელექტრონიკა)
13. Nike (სპორტული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი)
14. Huawei (ელექტრონიკა)
15. Accenture (პროფესიონალური სერვისები)
16. Philips (ელექტრონიკა)
17. HP (ელექტრონიკა)
18. Cisco Systems (ინტერნეტის და პროგრამული უზრუნველყოფა)
19. Cognizant (ინტერნეტის და პროგრამული უზრუნველყოფა)
20. Costco Wholesale (რითეილი)

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *