SBC Summit Tbilisi საქართველოში SMH Global-ის თანაორგანიზებით პირველად ჩატარდა

SBC Summit Tbilisi საქართველოში SMH Global-ის თანაორგანიზებით პირველად ჩატარდა

ქართული კომპანია SMH Global-ისა და მსოფლიო ბრენდის, SBC-ს თანაორგანიზებით, 23 და 24 ოქტომბერს თბილისმა უმსხვილეს iGaming ღონისძიებას, SBC Summit Tbilisi-ს უმასპინძლა.

კონფერენციის პირველი დღე სასტუმრო სტამბაში შედგა, ხოლო მისი ძირითადი ნაწილი სასტუმრო შერატონში გაიმართა. სამიტის ფარგლებში 40-მა სპიკერმა საქართველოსა და ჩვენი რეგიონის სხვა ბაზრებზე არსებული აქტუალური საკითხები, გამოწვევები და ინოვაციები განიხილა.

ჯამში კონფერენციას 1000-ზე მეტი დელეგატი დაესწრო, საიდანაც ნახევარზე მეტი უცხოელი სტუმარი იყო.

ამასთან ღონისძიებაზე, SMH Global-ის დამფუძნებელმა, ლაშა მაჭავარიანმა, დამსწრე აუდიტორიას მნიშვნელოვანი სიახლე გააცნო:

მსოფლიოს ნომერ პირველ სპორტულ გამომცემლობა La Gazzetta dello Sport-სა და SMH Sports-ს შორის გაფორმდა პარტნიორობის ხელშეკრულება, რის მიხედვითაც, SMH Sports-ი აღნიშნული იტალიური გამომცემლობის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდება ჩვენს რეგიონში.

ეს ნიშნავს იმას, რომ La gazzetta dello Sport-ის ციფრულ და ბეჭდურ ქართულ ვერსიას უახლოეს პერიოდში ვიხილავთ. საქართველოში მსოფლიო ნიუსების 70% ქართულ ენაზე იქნება წარმოდგენილი, ხოლო 30% კი დაეთმობა საქართველოში მიმდინარე სპორტულ ამბებსა და სიახლეებს. ასევე საქართველოში მიმდინარე სპორტული სიახლეები გაშუქდება საზღვრებს გარეთ, რაც ქართულ სპორტსა და ქართველ სპორტსმენებს მისცემს არაერთ შესაძლებლობას, წარმოაჩინონ თავი ჩვენს საზღვრებს მიღმა.

ისეთი ქალაქების შემდეგ, როგორებიც არის: ლონდონი, ბარსელონა, ნიუ-იორკი, ტორონტო და მრავალი სხვა, თბილისში SBC Summit Tbilisi-ს წარმატებით ჩატარება გახდა იმის გარანტია, რომ აღნიშნული ღონისძიება ჩვენს ქვეყანაში მომავალ წლებშიც გაიმართება, რაც საქართველოში ახალი უცხოური ინვესტიციების შემოდინების წინაპირობაა. S