ეკონომიკის სამინისტროს მერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 96,536 გამოკითხული საწარმოდან 9,199 საწარმოს გამოკითხვის მომენტში 17,595 უცხო ქვეყნის მოქალაქე ჰყავდა დასაქმებული.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები ძირითადად დასაქმებულები არიან ისეთ ეკონომიკურ სექტორებში, როგორიცაა:
- მშენებლობა – 5,560 დასაქმებული (უცხო ქვეყნის მოქალაქეების მთლიანი დასაქმების 31.6%)
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა – 4,757 დასაქმებული (27%)
- ტრანსპორტირება და დასაწყობება – 13,866 დასაქმებული (7.9%)
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 1,260 დასაქმებული (7.2%)
- ტურიზმი – 1,231 დასაქმებული (7%).
მეტ-ნაკლებად თანაბარი რაოდენობის უცხო ქვეყნის მოქალაქეა დასაქმებული პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებისა (848/4.8% დასაქმებული) და დამამუშავებელი მრეწველობის (728/4.1% დასაქმებული) დარგებში.
საკმაოდ მოკრძალებული წილი მოდის ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობებსა – 466 დასაქმებული (2.7%), ხელოვნება, გართობა და დასვენებასა – 350 დასაქმებული (2%) და სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობის – 189 დასაქმებული (1.1%) ეკონომიკურ სექტორებში.
2017 წლის 1 სექტემბერს 2016 წლის 1 სექტემბერთან შედარებით სულ უცხო ქვეყნის მოქალაქე დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 17.3%-ით გაიზარდა და 17,330 კაცი შეადგინა, რაც მთლიანი დასაქმების 2.2%-ია.
დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების თითქმის ნახევარი 48.4% (8,379 დასაქმებული) ძირითადად დირექტორებსა და მთავარი ხელმძღვანელი პირების პროფესიულ ჯგუფებზე მოდის (წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 3.6%-იანი ზრდა).
აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ უცხოელების დასაქმების ძირითად მიზეზად დასახელდა: საწარმოს ჰყავს უცხოელი დამფუძნებელი/მენეჯმენტი (65.8%) და საწარმო წარმოადგენს უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალს (17.3%).
მაღალია მოთხოვნა:
ფიზიკის, მათემატიკისა და საინჟინრო მეცნიერებების სპეციალისტ-პროფესიონალებზე (ამ პროფესიულ ჯგუფს მიკუთვნებული 1,707 უცხო ქვეყნის მოქალაქეა დასაქმებული, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქეების მთლიანი დასაქმების 9.9%-ს შეადგენს და წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 160%-ითაა გაზრდილი);
მოპოვებასა და მშენებლობაზე დასაქმებული მუშებზე (1,423 დასაქმებული – 8.2%, რაც წინა წლის მონაცემთან შედარებით 38%- იანი ზრდაა);
მრეწველობის, მშენებლობისა და ტრანსპორტის მუშებზე (1,190 დასაქმებული – 6.9%);
ინდივიდუალური მომსახურებისა და დაცვის სამსახურის მუშაკებზე (859 დასაქმებული- 5%, წინა წლის მაჩვენებელს 4-ჯერ აღემატება);
ფიზიკური და ტექნიკური მეცნიერებების სპეციალისტებზე (770 დასაქმებული – 4.4%, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 29%-ითაა გაზრდილი)
საწარმოო და საექსპლუატაციო განყოფილების მენეჯერებზე საბითუმო და საცალო ვაჭრობაში (542 დასაქმებული – 3.1%).