სერიალი „ობი-ვან კენობი“ Disney Plus-ის ყველაზე წარმატებულ პროექტად იქცა

სერიალი „ობი-ვან კენობი“ Disney Plus-ის ყველაზე წარმატებულ პროექტად იქცა

„ვარსკვლავური ომების“ ლეგენდარული ფრენჩაიზის კიდევ ერთი მინისერიალი – „ობი-ვან კენობი“ Disney-ის სტრიმინგ-სერვისის შიდა წარმოების ყველაზე წარმატებულ პროექტად იქცა, გაშვებიდან პირველ შაბათ-კვირას მოგროვებული ნახვების საფუძველზე, – ამის შესახებ კომპანიამ Twitter-ზე დაწერა.

„დიდი მადლობა გალაქტიკის საუკეთესო გულშემატკივრებს, რომ პირველ შაბათ-კვირას დაგროვებული ნახვების საფუძველზე „ობი-ვან კენობი“ Disney Plus-ის შიდა წარმოების ყველაზე ყურებად სერიალად აქციეს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

Disney Plus-ის ახალი სერიალის მოქმედება 2005 წელს გამოსული „ვარსკვლავური ომების“ მესამე ეპიზოდში მომხდარი მოვლენებიდან ათი წლის შემდეგ ვითარდება. საინტერესოა, რომ ობი-ვანის როლს კვლავაც შოტლანდიელი მსახიობი იუან მაკგრეგორი თამაშობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *