სესხების 55.4 პროცენტი უცხოურ ვალუტაშია გაცემული

სესხების 55.4 პროცენტი უცხოურ ვალუტაშია გაცემული

2019 წლის ოქტომბერში წინა თვესთან (სექტემბერთან) შედარებით საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) 204 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 181 მლნ დოლარით გაიზარდა. პირველი ნოემბრის მდგომარეობით, ორივე ვალუტაში ერთად 31 მილიარდი ლარის სესხია ბანკების მიერ გაცემული, საიდანაც უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 55.4%-ია. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 56.5% იყო.

ოქტომბერში ბანკების მიერ გაცემული სამომხმარებლო სესხები 34 მლნ ლარით გაიზარდა. ზრდა ძირითადად ლარში გაცემულ გრძელვადიან სესხებზე მოდის. ლარში გაცემული გრძელვადიანი სამომხმარებლო სესხები 39 მლნ ლარით გაიზარდა, როცა მოკლევადიანები 2 მლნ ლარით შემცირდა.

ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 2.5 მილიარდი ლარით არის გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი 413 მლნ დოლარით.

2019 წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, ლარში გაცემულ სესხებზე წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 0.9% პუნქტით გაიზარდა და 15% შეადგინა, ხოლო უცხოურ ვალუტაში 0.2% პუნქტით შემცირდა და 7.2%-ია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *