შეიხი ნაჰაიანი საქართველოში ინვესტიციებს გააორმაგებს

შეიხი ნაჰაიანი საქართველოში ინვესტიციებს გააორმაგებს

არაბთა გაერთიანებული საემიროების შეიხი უახლოეს წლებში საქართველოში ინვესტიციების გაორმაგებას გეგმავს.ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრი შეიხი ნაჰაიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰაიანი  საქართველოში პორტისა და აეროპორტის ბიზნესში შესვლას განიხილავს. ამ დრომდე შეიხს საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია აქვს განხორციელებული და ისეთ მნიშვნელოვან აქტივებს ფლობს, როგორიცაა სასტუმრო Biltmore და “ტერაბანკი“.   

– თქვენ საქართველოს ბიზნეს გარემოს კარგად იცნობთ, ჩვენ ქვეყანაში არაერთხელ ყოფილხართ, – რა შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში? 

– ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა, განსაკუთრებით გამოვყოფდი გამჭვირვალობისა და კორუფციის პარამეტრებს.  კანონმდებლობა ბიზნესის მიმართ მეგობრულია, – საქართველო ახლა სამჯერ უკეთესი ქვეყანაა და ის მოწინავე პოზიციებს იკავებს სხვადასხვა რეიტინგებში. კორფციის ნაკლებობამ და  გამჭვირვალე მმართველობამ ჩემ ბიზნესს სარგებელი და მოგება მოუტანა. საქართველოს მთავრობას აქვს სურვილი დაიცვას ინვესტორები. პირადად მე საქართველოში ინვესტიციების გაორმაგებას ვგეგმავ, ამის მიზეზი კი ის არის, რომ არსებული ინვესტიციები საკმაოდ წარმატებული გამოდგა. 

– კონკრეტულად რომელ სფეროებში გეგმავთ ინვესტიციების გაორმაგებას? 

– პირველ რიგში ეს იქნება უძრავი ქონების ბაზარი.  ჩვენ ასევე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მთავრობასთან აეროპორტის მართვის საკითხზე. შესაძლოა მთავრობას სხვა მოსაზრება ჰქონდეს, თუმცა ჩვენი სურვილი მათ გავაცანით. მოთხოვნა არსებული აეროპორტების მართვას ეხება. დაინტერესებულები ვართ სოფლის მეურნეობის სფეროთი, სასტუმროების მშენებლობით და პორტების საკითხით.   ჩვენ ვესაუბრებით მთავრობას სხვადასხვა სექტორებზე. ვხედავთ რომ ქვეყანაში იზრდება ტურისტების რაოდენობა. ორი წლის წინ მათი რაოდენობა 5 მილიონი იყო, დღეს კი უკვე 7 მილიონამდეა, შესაბამისად ტურიზმის სფეროში დიდ პოტენციალს ვხედავთ. საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს რეგიონალური ჰაბი და გზაჯვარედინი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. 

– სოფლის მეურნეობის სექტორი ახსენთ, თუმცა ამჯერად ახალ კანონზე მიმდინარეობს მუშაობა, რომლის მიხედვითაც უცხოელ ინვესტორებს სასოფლო-საურნეო დანიშნულების მიწის შეძენა შესაძლოა სრულად აეკრძალოთ, – თქვენი აზრით ეს რამდენად შექმნის დაბრკოლებას ისეთი უცხოელი ინვესტორებისთვის, როგორიც თქვენ ხართ? 

– თქვენ სწორად აღნიშნეთ, – ამჯერად მიმდინარეობს ამ საკითხის განხილვა და დისკუსია თემაზე თუ როგორ უნდა დარეგულირდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ფლობა. მთავრობის გადაწყვეტილებას ველოდებით.  საკმაოდ ბევრი შესაძლებლობაა და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი.

– საქართველოში საფინანსო სექტორში ახორციელებთ ინვესტიციას, კერძოდ ვგულისხმობ ტერაბანკს, რომლის მიმართაც სასამართლოში სარჩელი იყო შეტანილი. რამოდენიმე თვის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ გაჭიანურებული დავის გამო საქართველოში აქტივების გაყიდვას განიხალავდით. დღეს რა ვითარებაა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით?        

– არა,  ჩვენ აქტივების გაყიდვას არ ვაპირებთ, პირიქით მომდევლო წლებში ინვესტიციების გაორმაგებას ვგეგმავთ. საფინანსო სექტორთან მიმართებით ამ დროისთვის გეგმები არ გვაქვს, თუმცა აქტივების გაყიდვის სურვილი არ გაგვაჩნია. საკითხი საკმაოდ ლეგალური და გამჭვირვალე გზით მოგვარდა. კანონის უზენაესობა ყველაზე ვრცელდება, რაც საკმაოდ კარგია ინვესტორებისთვის. 

– თქვენ ახსენეთ, რომ ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია გამართული სასამართლო სისტემა. საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC) სასამართლოებში შესაძლო კორუფციის გამო ICC-ის წევრი ინვესტორებისთვის სპეციალური გამაფრთხილებელი წერილის გაგზავნასაც გეგმავდა. თქვენ თუ აწყდებით ამ პრობლემებს?    

– ამის საპასუხოდ კორიფციის პარამეტრებში საქართველოს პოზიციას მოვიყვან. საქართველოს საკამოდ კარგი შედეგები აქვს, ის მსოფლიო ათეულშიც კი იკავებს ადგილს. ამ საკითხით ჩვენც დაინტერესებულები ვართ და ყველა ჩვენი საქმის მიმდინარეობას პატივს ვცემთ.  ამ კუთხით პრობლემებს არ ვაწყდებით. ფორმალურ დაბრკოლებებს ამ პროცესში არ გადავყრივართ.  სწორედ ამიტომ ვაგრძელებ საქართველოში ინვესტირებას. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *