Shell: ჩინეთში წყალბადის ელექტროლიზის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დანადგარი ამოქმედდა

Shell: ჩინეთში წყალბადის ელექტროლიზის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დანადგარი ამოქმედდა

ენერგოგიგანტის, Shell-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჩინეთში 20 მეგავატი სიმძლავრის მქონე წყალბადის ელექტროლიზის მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა დანადგარმა დაიწყო ფუნქციონირება. ჩინეთში, ჰებეის პროვინციაში მდებარე დანადგარი ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს საწვავზე მომუშავე ავტომობილებს მწვანე წყალბადით მოამარაგებს. ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ კი ის უკვე კომერციული და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის იფუნქციონირებს.

Shell-ის განახლებადი ენერგიისა და ენერგეტიკული გადაწყვეტების დირექტორის განცხადებით, წყალბადის ელექტროლიზის აპარატი დღემდე არსებულთა შორის მათ პორტფოლიოში ყველაზე დიდია. მისი ინფორმაციით, კომპანია ჩინეთში წყალბადის წარმოების, დასაწყობებისა და ტრანსპორტირების უდიდეს შესაძლებლობას ხედავს, რასაც აუცილებლად აითვისებენ.

საწარმო, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა აღნიშნული წყალბადის ელექტროლიზის დანადგარი, Shell-ისა და ჰებეის პროვინციაში მდებარე ქალაქის სატრანსპორტო კონსტრუქციების საინვესტიციო ჰოლდინგის ერთობლივი ნაწარმია.

ცნობისათვის, წყალბადის გამოყენება უამრავ ინდუსტრიაშია შესაძლებელი. მრავალი გზა არსებობს წყალბადის საწარმოებლადაც. ერთი-ერთი ყველაზე მარტივი მეთოდი კი ელექტროლიზია, რომლის დროსაც ელექტრული დენის დახმარებით, წყალი ჟანგბადად და წყალბადად იყოფა. ხოლო, თუკი ის ელექტროენერგია, რომელიც ელექტროლიზისათვის გამოიყენება, თავადვე განახლებადი ენერგიის წყაროს წარმოადგენს, მაშინ მიღებულ პროდუქტს მწვანე წყალბადი ეწოდება. ზემოთ აღნიშნული წყალბადის ელექტროლიზის დანადგარი კი ელექტროლიზის პროცესში ქარის ენერგიისაგან მიღებულ ელექტროენერგიას გამოიყენებს.

ცნობისათვის, ბოლო დროს არაერთმა ინდუსტრიამ გამოთქვა მზაობა წყალბადის საწვავად გამოყენების თაობაზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *