შემოსავალი, რომელსაც საქართველო ტურიზმიდან იღებს

შემოსავალი, რომელსაც საქართველო ტურიზმიდან იღებს

2017 წლის პირველ 9 თვეში საქართველომ ტურიზმიდან $2,16 მილიარდის შემოსავალი მიიღო. აქედან შემოსავლებმა სექტემბერში $304 მლნ შეადგინა. წლის განმავლობაში კი ყველაზე მეტი შემოსავალი ტურიზმიდან საქართველომ აგვისტოში მიიღო და ის $391 მილიონს შეადგენდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 25.2%-ით გაიზარდა, ხოლო აგვისტოში – 31.2%-ით.

წლის განმავლობაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ყველაზე მეტად ივნისში გაიზარდა და ზრდამ 43.0% შეადგინა, ამავე პერიოდში მიღებულმა შემოსავალმა კი $267 მლნ შეადგინა.  

2017 წლის სექტემბერში, 2016 წლის სექტემბერთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 25%-ით გაიზარდა.

იანვარ-სექტემბერში 29%-ით მეტი ტურისტია შემოსული წინა წელტან შედარებით, ჯამში 2 783 594. ვიზიტორების რაოდენობა კი 19%-ით გაიზარდა  და ჯამში 5 822 835 ვიზიტორი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საქართველომ ტურიზმიდან $2,2 მილიარდის შემოსავალი მიიღო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.