ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ Google Search-ში რომ ჩაგეწერათ საძიებო სიტყვა „ვისკის მსმელები”, ძირითადად სმოკინგებსა და ჰალსტუხებში გამოწყობილი, ტყავის სავარძელში მჯდომი, შეჭაღარავებული კაცების ფოტოებს გიჩვენებდათ, რაც ერთგვარ სტერეოტიპებზე მიუთითებდა. ცნობილი შოტლანდიური ვისკის, The Glenlivet-ის უფროსი ბრენდ მენეჯერი, ბლუ მასოკა ამბობს, რომ ტრადიციების დაცვა მნიშვნელოვანია, ის გვიჩვენებს, თუ საიდან მოვდივართ, მაგრამ აგრეთვე გვკარნახობს, თუ საით უნდა წავიდეთ მომავალში. სწორედ ამ თემას უძღვნის ბრენდი თავის ბოლოდროინდელ კამპანიებს და გვეუბნება, რომ წესების დარღვევა შესაძლებელია ისე, რომ საკუთარ ფესვებს არ გადაუხვიო…
წესების დარღვევა საკუთარი თავის შეცვლის გარეშე
ტერმინი „წესებისგან გადახვევა” ხშირად უარყოფით კონტექსტში იხმარება, თუმცა თანამედროვე სამყარომ სულ უფრო მოუხშირა იმის დამტკიცებას, რომ სტერეოტიპების, შეჩვეული სცენარების, ტრადიციების დარღვევა ყოველთვის ცუდი არაა და, რაც მთავარია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანები ძირფესვიანად ცვლიან ყველაფერს. ტრადიცია და სიახლე, ძველი და ახალი ხედვა შეიძლება გაერთიანდეს და მივიღოთ განახლებული კომბინაცია, სადაც ისევ ისე ამოგვიცნობენ ჩვენი იდენტობით.
თანამედროვე სამყაროში მრავალი გამოწვევაა – ნორმები, რომლებსაც უნდა მოვერგოთ და საზღვრები, რომლებიც თუ არ გადავლახეთ, უკან დავრჩებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის არის, რომელმაც მუდმივად უნდა უსმინოს ხალხს, ტრენდებს, რადგან ამის გარეშე ვერ იარსებებს. დღეს სავსებით შესაძლებელია შეცვალო ხედვა ღირებულებების შეცვლის გარეშე. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ტრადიციული ღირებულება შეგიძლია თანამედროვე მიდგომებთან გააერთიანო.
The Glenlivet-ის კამპანია ტრადიციისა და ცვლილების შერწყმაზე
ბრენდის კამპანია Original by Tradition სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ სტერეოტიპებსა და წესებს ეწინააღმდეგება. ის ცდილობს წლების განმავლობაში ვისკისადმი ჩამოყალიბებული ტრადიციები შეცვალოს ისე, რომ საკუთარი გეზიდან არ გადაუხვიოს. კამპანიის მთავარი ცენტრი არის ფილმის სტილში გადაღებული მოკლე ვიდეო, სადაც მაყურებელი მოგზაურობს Glenlivet-ის ისტორიაში, რომელიც ნათლად ასახავს იმ ცვლილებებს, რასაც ბრენდი ყოველთვის სთავაზობდა თავის მომხმარებელს. 2-წუთიან ფილმში ნაჩვენებია ყველა სიტუაცია, რომელსაც შესანიშნავად მოერგო The Glenlivet. აქვე ხაზგასმულია ქალის როლიც, რადგან წლების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ვისკის მხოლოდ კაცები მიირთმევდნენ.
ინდივიდუალიზმი – The Glenlivet-ის მთავარი სათქმელი
The Glenlivet-ის მთავარი სათქმელია, თითოეულ ადამიანს ინდივიდუალიზმისკენ მოუწოდოს. ყველა ჩვენგანი განსხვავებულია და სწორედ ეს გვაქცევს უნიკალურებად. თუ ყველანი საერთო წესებს, საერთო ტრადიციებს მივყვებით და არ ჩავატარებთ იმ ექსპერიმენტებს, რომლებიც ინდივიდის გონებაში ჩნდება, სამყაროში ერთფეროვნება დაისადგურებს. ჩვენ ხშირად გვკარნახობენ, რომ უნდა ჩავეტიოთ დაწესებულ ნორმებში და უარი ვთქვათ გამოხატვის თავისუფლებაზე, სურვილებსა თუ იდეებზე, რომლებიც გვაქვს. ხშირად ჩვენი უნიკალურობა იმის ფონზე იკარგება, თუ რას მოელის საზოგადოება ჩვენგან. The Glenlivet გვეუბნება, რომ ყოველთვის დავრჩეთ საკუთარი თავის ერთგულნი და საჭიროების შემთხვევაში, დავარღვიოთ წესები, თუკი ეს დაგვეხმარება ჩვენი ავთენტურობის შენარჩუნებაში. „ორიგინალურობა” – ის მთავარი თვისებაა, რომელსაც ბრენდი მხარს უჭერს როგორც თავის პოზიციონირებაში, ისე ადამიანებში და თვლის, რომ ეს პიროვნული ზრდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
კამპანია, როგორც შთაგონება
გარდა იმისა, რომ კამპანიამ მკვეთრად გამოხატა ბრენდის ხედვა და დაეხმარა საზოგადოების აღქმის ფორმირებას, თუ რა უნდა ელოდნენ The Glenlivet-ისგან, მან მოიპოვა ნდობა და ახალი ენერგიით შთააგონა თავისი მომხმარებლები. კამპანიის მეშვეობით ხალხის წარმოდგენაში შეიცვალა ის სტერეოტიპი, რომლითაც ვისკი მხოლოდ „მამაკაცურ სასმელთან” ასოცირდებოდა. მან კარგად დაგვანახა, რომ ერთი და იმავე მიდგომითა თუ ხარისხით განსხვავებული გზების ჩვენება შეიძლება და რომ მთავარი ტრადიცია – მომხმარებლისთვის ერთალაოიანი მაღალი კატეგორიის ვისკის მიწოდება, არ უშლის ხელს ვისკისადმი ახალი ქცევის ჩამოყალიბებას.
ბოლოს იმასაც აღვნიშნავთ, რომ თავის დროზე სწორედ ჯორჯ სმიტმა დაარღვია მთავარი წესები და დაიწყო ვისკის წარმოება სფეისაიდში, ტერიტორიაზე, სადაც ლიცენზირებული არ იყო ვისკის დამზადება. ამ კამპანიით ბრენდმა პატივი 1824 წელს გადადგმულ ნაბიჯს მიაგო, რის შედეგადაც სმიტმა მოიპოვა ლიცენზია და ამ მხარეში ვისკის წარმოებას ჩაუყარა საფუძველი. გარდა ამისა, The Glenlivet-ის ვისკი არასოდეს უშინდებოდა სიახლეების დანერგვას ისე, რომ არ გადაეხვია მთავარი მიმართულებისთვის. ბრენდის მისიად იქცა, ახალი თაობის ვისკის მსმელებისთვის ვისკის ახალი სამყარო ეჩვენებინა.
თავისი დამფუძნებლის მსგავსად, The Glenlivet-მა იცის, რომ ზოგჯერ ტრადიცია უნდა დაირღვეს იმისთვის, რომ მსოფლიოში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდეს და წინ წავიდეთ. ამის გათვალისწინებით, ის არასოდეს ერიდება, რომ თავის პორტფოლიოს ახალი სახეობები დაამატოს, რომელიც ბრენდის მდიდარ ისტორიასა და თანამედროვე ხედვას აერთიანებს. ვისკის ერთგულ მოყვარულებს არაფერი აქვთ სანერვიულო – ეს ისევ ის ერთი ალაოსგან დამზადებული სითხეა, რომელიც მათ უყვართ. სიახლეების მოყვარულები კი, ერთი მხრივ, ძველ გემოს სინჯავენ, მეორე მხრივ კი, თავიანთ გემოვნებაზე მორგებულ არომატებს აგემოვნებენ.
The Glenlivet-ის ეს კამპანია მასშტაბურია და ყველა ვისკის მოყვარული მოიცვა მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. კამპანიის ფარგლებში, ბრენდის ქართულმა წარმომადგენლობამ სოციალურ ქსელებში არაერთი აქტივობა განახორციელა ჰეშტეგით #შეცვალეწესები. ბრენდმა წარმატებული ადამიანები მოიწვია და მათთან ერთად ისაუბრა იმ ხედვასა და კონცეფციაზე, რომელიც ბიზნესში მიმართულებების სწორად დაგეგმვასა და საჭიროების შემთხვევაში წესების შეცვლას ეხება. S