შვედეთის მეფე აცხადებს, რომ ქვეყანა კორონავირუსთან ბრძოლაში დამარცხდა

შვედეთის მეფე აცხადებს, რომ ქვეყანა კორონავირუსთან ბრძოლაში დამარცხდა

შვედეთის მეფე აცხადებს, რომ ქვეყანა კორონავირუსთან ბრძოლაში დამარცხდა. მისი თქმით, დაღუპულია ძალიან ბევრი ადამიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანამ სათანადოდ ვერ მართა პანდემია.

მონარქმა ასევე შვედეთის ერთ-ერთ ტელევიზიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ 2020 წელის “საშინელი წელი“ გამოდგა, მისივე თქმით, ისიც მუდმივად შიშში იყო, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირებულიყო.

“შვედეთის მოსახლეობა ძალიან მძიმე ვითარებაში იმყოფება. მათმა ნაწილმა თავიანთი ოჯახის გარდაცვლილ წევრებთან გამომშვიდობებაც ვერ შეძლო. ეს ძალიან რთული და ტრაგიკული გამოცდილებაა“, – განაცხადა შვედეთის მონარქმა კარლ გუსტავმა.

ცნობისთვის, შემთხვევები, როდესაც მონარქი მსგავს თემებზე და თან კრიტიკულად საუბრობდეს, იშვიათია. მეფესთან ინტერვიუს სრული ვერსია შვედური ტელევიზია SVT 21 დეკემბერს გაუშვებს.

შეგახსენებთ, შვედეთის მთავრობას თავიდანვე პანდემიასთან ბრძოლის განსხვავებული სტრატეგია ჰქონდა, როდესაც არ გამოაცხადეს ლოქდაუნი პირველი ტალღის დროს. შვედური რეგულაციები ვირუსის შესაკავებლად სხვა ქვეყნებთან შედარებით დღესაც მსუბუქია.

ასე მაგალითად, მაშინ როდესაც დანიაში საშობაოდ მკაცრი ლოქდაუნია გამოცხადებული, შვედეთის პრემიერმა მოსახლეობას მხოლოდ მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და სავაჭრო ცენტრებში სტუმრობისგან და შეზღუდა რვა ადამიანზე მეტის შეკრება.

შვედეთში ამ დრომდე 7 800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ვირუსს. მხოლოდ გასულ თვეს 1400 პაციენტი გარადაიცვალა. დღიურად კი ინფიცირების მაჩვენებელი რამდენიმე ათასს შეადგენს. ჯამში მარტის შემდეგ შვედეთში დაფიქსირებულია 348 600-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *