სოფლის მეურნეობისა და სურსათის ინვესტორებს კლიმატის ცვლილების გამო $150 მილიარდის ზარალი ემუქრებათ

სოფლის მეურნეობისა და სურსათის ინვესტორებს კლიმატის ცვლილების გამო $150 მილიარდის ზარალი ემუქრებათ

სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო ფირმებმა კლიმატის ცვლილების გავლენით, შესაძლოა, 2030 წლისთვის თავიანთი ღირებულების მეოთხედი დაკარგონ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილი ახალი ანგარიში, კომპანიებს ზარალის ასარიდებლად, მთავრობის ახალ პოლიტიკასა და მომხმარებელთა ქცევასთან ადაპტაციას ურჩევს.

ახალმა კვლევამ ორმოც მსხვილ კომპანიაზე დაკვირვებით ის მოსალოდნელი საფრთხეები გააანალიზა, რომელთა წინაშეც შესაძლოა სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლები და სურსათის საცალო მოვაჭრე ფირმები იმ შემთხვევაში დადგნენ, თუ მთავრობები ნახშირბადის გამოყოფაზე გადასახადებს დააწესებენ, ანდაც ადამიანები ხორცის მოხმარებას შეამცირებენ.

აღმოჩნდა, რომ ახალი პრაქტიკების არათვისების შემთხვევაში, კომპანიების ღირებულება 2030 წლისთვის საშუალოდ 7%-ით შემცირდება, რაც ინვესტორთა ზარალში დაახლოებით $150 მილიარდის ეკვივალენტურია. თუმცა, მოხსენების თანახმად, ბიზნესის ისეთი სფეროები, როგორიცაა მცენარეული ხორცი და ტყის აღდგენა, იმავე კომპანიებს ახალ შესაძლებლობებსაც სთავაზობს.

აღნიშნული კვლევა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში გაეროს მიერ მხარდაჭერილმა კამპანია Race to Zero-მ ჩაატარა. მკვლევრებმა სამუშაო პროცესისას Vivid Economics-ის მონაცემები გამოიყენეს. ანგარიში ნიუ-იორკის კლიმატის კვირეულზე იქნება წარდგენილი, სადაც მსოფლიო ლიდერები შეიკრიბებიან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *