SpaceX-ის ღირებულებამ $74 მილიარდს მიაღწია

SpaceX-ის ღირებულებამ $74 მილიარდს მიაღწია

ილონ მასკის მიერ დაარსებული კომპანია SpaceX-ის ღირებულებამ $74 მილიარდს მიაღწია. როგორც ამერიკული Forbes-ი წერს, კომპანიის ღირებულების ასეთი ზრდა 850 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სახსრების მოზიდვით აიხსნება.

გამოცემის მიხედვით, გასულ კვირას SpaceX-ის აქციის ფასმა ბირჟებზე $419.99 შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ილონ მასკმა კომპანიის აქციის ფასი 2018 წელს საკუთარი Twitter-ის პოსტში დააანონსა, სადაც ის წერდა, რომ SpaceX-ის თითო აქციის ფასი მალე 420 აშშ დოლარს გაუტოლდებოდა. როგორც ჩანს, მასკის ნავარაუდებ ღირებულებას, SpaceX-ის აქციის რეალური ფასი ამჟამად მხოლოდ 1 ცენტით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, ილონ მასკი კოსმოსურ კომპანია SpaceX-ში აქციების 48%-ს ფლობს. მასკის წილის ღირებულება აქციების ფასის მატების შედეგად დაახლოებით $32 მილიარდი გახდა ადრინდელი $20 მილიარდის ნაცვლად.

Forbes-ის მიხედვით, ილონ მასკის მთლიანი ქონების ღირებულება 16 თებერვლის მონაცემებით დაახლოებით $174 მილიარდს შეადგენს. ის ამჟამად მსოფლიოში მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანია. პირველი ადგილი კი რეიტინგში გუშინ ჯეფ ბეზოსმა დაიბრუნა.