სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 80-მდე სტარტაპმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 20 გუნდი, რომელიც მომდევნო 12 კვირის განმავლობაში იმუშავებს საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე.
შერჩეული სტარტაპები:
- Ambry – ბლოკჩეინზე დაფუძნებული AML პლათფორმა, რომლიც უზრუნველყოფს კრიპტო საფულეების უსაფრთხოების შემოწმებას და სხვადასხვა კრიპტო ტრანზაქციის ისტორიის, წარმომავლობისა და განვლილი გზების შესწავლას.
- ge – სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შედგენის, ანალიზისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვების ონლაინ პლატფორმა.
- CarLink – მაღალტექნოლოგიური ავტო ასისტენტი, რომელიც ზოგავს დროს და ფინანსებს.
- CollaBiz – B2B გაყიდვების პლატფორმა, რომელიც ეფექტურად აკავშირებს ბიზნესებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და აძლევს მათ საშუალებას მიიღონ საუკეთესო ხარისხის სასურველი პროდუქტი ყველაზე დაბალ ფასად.
- ge – პლატფორმა, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეებს გაუმარტივებს ბიზნესის გაციფრულებას.
- Digital Village – myfazenda.eu – ციფრული სოფელი, რომელიც ინოვაციური მიდგომებით დააკავშირებს ერთმანეთთან მიწის მესაკუთრეებს, ფერმერებს, ლოგისტიკურ კომპანიებს, კაპიტალის მფლობელებს და მრავალ დარგობრივ სუბიექტს.
- Lawformer – პირველი საერთაშორისო ლიგალ ტექ პლატფორმა, რომელიც აერთიანებს კომპლექსური სამართლებრივი ხელშეკრულების შესაქმნელად საჭირო ყველა რესურსს.
- LynX – ონლაინ პლატფორმა, რომელიც ამარტივებს მცირე ტიპის სესხებზე განაცხადის გაკეთებას და თანხის უმოკლეს დროში მიღებას.
- MEDU – სამედიცინო საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც ვირტუალური და ჰიბრიდული სამედიცინო ღონისძიებების ორგანიზების გზით, ამარტივებს კომუნიკაციას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შორის. ამგვარად, პროფესიული განვითარება უფრო მარტივი და ხელმისაწვდომია.
- Nomaderia – პლატფორმა, რომელიც დისტანციურად მომუშავე მოგზაურებს დაეხმარება მათი ინტერესების შესაფერისი ქვეყნის შერჩევაში, სამოგზაურო დოკუმენტების მომზადებაში, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების შერჩევაში, საჭირო კავშირების დამყარებაში და ა.შ.
- PHARAO – ადამიანების 3D ასლების ციფრული ბიბლიოთეკა, რომლებიც საწყის ეტაპზე NFT და Metaverse პლატფორმებზე გაიყიდება.
- SAIT – საქალაქთაშორისო გადაადგილების ონლაინ პლატფორმა, რომელიც ამარტივებს გადაადგილებას და მნიშვნელოვნად ზოგავს დროს.
- Setplace – მარკეტფლეისი, რომელიც კინოში, ფოტოგრაფიაში, სხვა ვიზუალურ ხელოვნებასა და საგანმანათლებლო სფეროში მომუშავე პირებს გაუმარტივებს გადასაღები სასურველი სივრცეების მოძიებასა და დაჯავშნას.
- Space Management – კვების ობიექტების end-to-end მართვის მოწინავე და ჭკვიანი სისტემა.
- SpiceApp – მობილური აპლიკაცია, სადაც მოკლევადიანი უცხოელი ვიზიტორები, ადგილობრივი კომპანიებისგან ფასდაკლებებსა და სპეციალურ შეთავაზებებს მიიღებენ.
- Tasteit – სოციალური ქსელი რესტორნებისა და მომხმარებლებისთვის.
- UniSoft – ღუბლოვან ტექნოლოგიებზე დაფუძნებული უნივერსიტეტების პროცესების მართვის სისტემა, სადაც გაერთიანებული და ავტომატიზირებულია ყველა ის ფუნქციონალი, რომელიც უნივერსიტეტს ჭირდება აკადემიური პროცესის განმავლობაში.
- Wempler – პლატფრომა დროებითი დასაქმებისათვის.
- WorkIn – დასაქმების ინოვაციური პლატფორმა.
- გააჩუქე – მარკეტფლეისი, სადაც მომხმარებელი სასურველი ნივთის შეძენისას ავტომატურად ხდება სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდის შემომწირველი.
პრე–აქსელერატორი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში და შედგება 5 ძირითადი კომპონენტისგან:
- თემატური სამუშაო სესიები
- ინდივიდუალური შეხვედრები მენტორთან
- ნეთვორქინგი – P2P შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, Stand-up-ები
- მოწვეული სპიკერის სესიები
- დემო დღე – მონაწილე სტარტაპები წარდგებიან ინვესტორების წინაშე, სადაც საშუალება ექნებათ მოიპოვონ ინვესტიცია სტარტაპის განვითარების და გაფართოების მიზნით
მონაწილე სტარტაპები გაიღრმავებენ ცოდნას რამდენიმე მიმართულებით: პროდუქტის განვითარება და ვალიდაცია, მომხმარებლის სეგმენტაცია, ფასეული შეთავაზება, მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა, გაყიდვები, Growth Marketing, MVP და ტექნიკური პროდუქტის შექმნა, ბიზნესმოდელი და ფინანსები, Pitch Deck, დაფინანსების წყაროების მოძიება.
პრე-აქსელერატორის დასრულების შემდეგ სტარტაპებს მზად ექნებათ: ბიზნესგეგმა/ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, პროდუქტის პროტოტიპი ან მისი შესრულების ტექნიკური გეგმა, Pitch Deck, საინვესტიციო წინადადება დაფინანსების წყაროების მოსაძიებლად.
პროგრამის პარტნიორები: EFSE Entrepreneurship Academy, თიბისის პროგრამა სტარტაპერი, The European Union for Georgia, აჭარა ჯგუფი
პროგრამის მხარდამჭერები: Investo, Noxtton
სტარტაპ პრე-აქსელერატორი Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ (ელენე ჟვანია და ქეთევან ებანოიძე, Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებლები, ნინუცა ნანიტაშვილი, DevRel პროგრამის მენეჯერი Google-ისთვის (EPAM), მირიან ხომერიკი, ტექნიკური პროექტების მენეჯერი, Clientela, ვასილ ჩუბინიძე, „ჟუჟუნა“ ღვინოს თანადამფუძნებელი, მარკეტერი) 2021 წელს დაფუძნდა. გუნდმა სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. პირველი ნაკადის დემო დღე 2021 წლის ივნისში გაიმართა, პროგრამაში მონაწილე სტარტაპებმა საერთო ჯამში 500.000 ლარის ინვესტიცია/გრანტი მოიპოვეს.