Statista: მსოფლიოს საუკეთესო კლინიკები 2024 წლისთვის

Statista: მსოფლიოს საუკეთესო კლინიკები 2024 წლისთვის

სტატისტიკების პლატფორმა Statista-მ, Newsweek-თან თანამშრომლობით 2024 წლისთვის მსოფლიოს საუკეთესო საავადმყოფოების რეიტინგი გამოაქვეყნა. მსოფლიოს საუკეთესო საავადმყოფოების გამოსავლენად, Statista-მ 30 ქვეყანაში, 85 ათასზე მეტი სამედიცინო პერსონალი შეისწავლა. დამატებითი კვლევა  პაციენტების გამოკითხვებსა და საავადმყოფოს მუშაობის მონაცემების შესახებ მიღებული იქნა Newsweek-ისა და Statista-ს ერთობლივი ძალისხმევით.

Statista-სა და Newsweek-ის რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს ხუთი საუკეთესო საავადმყოფოდან ოთხი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს. შესაბამისად, სიის ხუთეულში, პირველ, მეორე, მეოთხე და მეხუთე პოზიციებზე წარმოდგენილი საავადმყოფოებია: მეიოს კლინიკა როჩესტერში, კლივლენდის კლინიკა კლივლენდში, ჯონს ჰოპკინსის საავადმყოფო ბალტიმორში, მერილენდში და მასაჩუსეტსის ზოგადი ჰოსპიტალი ბოსტონში.

ერთადერთი არაამერიკული კლინიკა ხუთეულში „ტორონტო ჯენერალია“, რომელიც კანადაში მდებარეობს და გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის რეიტინგში ორი პოზიციითაა დაწინაურებული.

სიაში მოხვდა რამდენიმე ევროპული საავადმყოფოც. მათ შორისაა ბერლინსა და პარიზში მდებარე დაწესებულებები, რომელთაც რეიტინგში შესაბამისად მეექვსე და მერვე პოზიციების დაკავება მოახერხეს. ათეულს კი ისრაელის სამედიცინო ცენტრი და შვეიცარიაში, კერძოდ ციურიხში მდებარე საავადმყოფო ასრულებს.

მეთოდოლოგია: Statista-მ Newsweek-თან თანამშრომლობით მსოფლიოს 30 ქვეყანაში, 50 ათასზე მეტი საავადმყოფოდან საუკეთესო 2,400 უკვე მეექვსედ გამოავლინა. რეიტინგი შედგენილია 85,000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალის ონლაინ გამოკითხვაზე, პაციენტების კმაყოფილების შესახებ არსებულ მონაცემებზე, საავადმყოფოს ხარისხის მეტრიკისა და პაციენტებისგან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიღებული შეფასებების საფუძველზე.

2024 წლისთვის მსოფლიოს საუკეთესო კლინიკების ათეული:

  1. Mayo Clinic – როჩესტერი, აშშ
  2. Cleveland Clinic – კლივლენდი, აშშ
  3. Toronto General – University Health Network – ტორონტო, კანადა
  4. Johns Hopkins Hospital – ბალტიმორი, აშშ
  5. Massachusetts General Hospital – ბოსტონი, აშშ
  6. Charité – Universitätsmedizin – ბერლინი, გერმანია
  7. Karolinska Universitetssjukhuset – სტოკჰოლმი, შვედეთი
  8. AP-HP – Hôpital Universitaire Pitié Salpêtrière – პარიზი, საფრანგეთი
  9. Sheba Medical Center – რამათ-განი, ისრაელი
  10. Universitätsspital Zürich – ციურიხი, შვეიცარია
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *